მთავარია დისციპლინა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

მთავარია დისციპლინა

სამი ათეული წელიწადია რაც კი პროფესიული სახანძრო დაცვის სისტემაში ვმუშაობ, ჩემი ახალგაზრდობის წლები აქ გავატარე. ამ ხნის მანძილზე რამდენი ხიფათი გადამხდენია თავს რთული ხანძრების ქრობის დროს და რამდენი სიხარული და სინანულიც განმიცდია განსაკუთრებით ძნელი იყო პირველი წლები, მაგრამ არჩეული პროფესიისადმი ერთხელაც არა მიღალატია.
დიდი ხნის მუშაობის გამოცდილებამ ცხადყო, რომ ყველა საქმეში, ყოველ უბანზე მთავარი დისციპლინაა. უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ დისციპლინა წარმატების საწინდარია და ყარაულის უფროსის პოსტზე მუშაობის მანძილზე ჩემთვის პირველი რიგის ამოცანა დისციპლინის გამტკიცება იყო. კადრებთან მუშაობა, პირველ რიგში, მოითხოვს საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობას, შემდეგ კი პირადი შემადგენლობის კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდის მიზნით გონივრულ ღონისძიებათა თანმიმდევრულად და მტკიცედ გატარებას.
მესმის რა ჩემი საპატიო მოვალეობა, ძალ-ღონეს არ ვზოგავ იმისათვის, რათა ქვეგანაყოფი, რომელსაც ვხელმძღვანელობ, ღირესულად იდგეს სოციალისტური საკუთრების მტკიცედ დაცვის სადარაჯოზე. რვა წელიწადია, რაც სოციალისტურ შეჯიბრებაში პირველ ადგილს არ ვთმობ. ყარაული არის საბრძოლო და პოლიტიკური მომზადების ფრიადოსანი. ვფიქრობთ კიდევ უფრო განვამტკიცოთ მოპოვებული წარმატება და ღირესული მაჩვენებლით შეხვდეთ სკკპ 27-ე ყრილობას.
ვ.ლემონჯავა

პროფესიული სახანძრო ნაწილის ყარაულის უფროსი.


გაზეთი "ახალი კოლხეთი" №4 (10023) 10 იანვარი 1987 წელი გვ3
1252
    

კომენტარები -
0

რეკლამა