ფოთი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ფოთი


არემარეს გარიჟრაჟი ჯერაც არ შეჰპაროდა, ირგვლივ მყუდროება სუფევდა. მოულოდნელად სახანძრო დაცვის ცენტრალურ სადისპეჩერო პუნქტში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მყუდროება სახანძრო ავტომანქნების საგანგაშო სიგნალმა დაარღვია. ისინი გაემართნენ შემთხვევის ადგილისაკენ ჩაის კონცენტრატებისა და გამაგრილებელი წყლების კომბინატში. როდესაც სახანძრო ქვეგანყოფილების კომბინატის ჭიშკარს მიადგნენ მოულოდნელობით შეშფოთებულმა ღამის დარაჯმა გაიკვირვა, რა ხანძარი, აქ ყველაფერი რიგზეა, არც სახანძრო რაზმში დამირეკავსო. სახანძრო დაცვის მუშაკები უკანვე გაუდგნენ გზას, მაგრამ ხელმეორედ იქნენ გაგზავნილი იმავე კომბინატში; თურმე ობიექტის უკან, საქვაბე შენობის გვერდით დაგროვილ ჩაის ნარჩენებს ცეცხლი გასჩენოდა და ქარის მეშვეობით გაღვივებული ცეცხლი კომბინატის შენობა-ნაგებობებს განადგურებით ემუქრებოდა.
მამაცმა მეხანძრეებმა დრულად ჩააქრეს ხანძარი, მას რაიმე ზარალი არ გამოუწვევია, მაგრამ საკითხავია უპასუხისმგებლოდ რატომ ეკიდება სახანძრო წესებისა და ნორმების დაცვას, კომბინატის ხელმძღვანელობა? დიდი რაოდენობით ჩაის ნარჩენები ღია ტერიტორიაზე რომ დაუგროვებიათ და ხშირადაც ადგილზე წვავენ: ნუთუ მას ვერ მიუჩინეს უშიშარი ადგილი, ან კიდევ შენობა-ნაგებობათა კედლებთან აუარებელი წვადი ტარა-მასალა რომ დაუწყიათ ნუთუ ცალკე სათავსო ვერ გამონახეს?!
რაც შეხება ღამის დარაჯს მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი მოვალეობა საყარაულო ჯიხურში ღამის გათევა კი არა, არამედ ობიექტის დაცვაა, რომლის ტერიტორია ღამის საათებში უნდა შემოიაროს და სათანადო მეთვალყურეობა გაუწიოს მის საიმედო დაცვას. ხშირად უნდა შემოწმდეს ღამის დარაჯის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ხარისხი.
სახელმწიფო დოვლათის ხანძრისაგან დაცვა თითოეული მოქალაქის წმინდათა წმინდა მოვალეობაა.

გაზეთი „მებრძოლი გუშაგი“ #5 (2048) 2 თებერვალი 1985 წელი
627
    

კომენტარები -
0

რეკლამა