მას მიენიჭა წოდებები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

მას მიენიჭა წოდებები

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახანძრო დაცვის სამმართველოს მიერ შეჯამდა სახანძრო დაცვის საქალაქო და რაიონულ ფორმირებებში მომუშავე მუშაკთა მუშაობისა და თავის პროფესიაში საუკეთესო მუშაკის წოდების მოსაპოვებლად მოწყობილ კონკურსის 1984 წლის შედეგები.
მაღალი მაჩვენებლების მქონე მუშაკთა ჯგუფს მიენიჭა დარგობრივი სამსახურის საპატიო წოდებანი - „პროფესიაში საუკეთესო“ და „საკლასო კვალიფიკაცია“.
მათ შორისაა ფოთის პროფესიული სახანძრო დაცვის რაზმის უფროსი ლევთერ პეტრეს ძე ჭოჭუა. მას მინიენიჭა წოდებანი - საბრძოლო მზადყოფნის საუკეთესო მუშაკი“ და „ხანძრის ქრობის მე-2 კლასისი მეთაური“. იგი შეტანილია საპატიო წიგნში, დაჯილდოვებულია დიპლომითა და ფულადი ჯილდოთი.


გაზეთი "ახალი კოლხეთი" №46(9753) 16 აპრილი 1985 წელი გვ3
1269
    

კომენტარები -
0

რეკლამა