მუდმივ მზადყოფნაში » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

მუდმივ მზადყოფნაში

ვ.კავიცკი

ხანძართან ბრძოლის დროს, მართალია მეხანძრეთა საბრძოლო პოზიციები უფრო სახიფათოა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მძღოლის მოქმედება, რაც არ უნდა მამაცი და გამბედავი იყოს მეხანძრე, თუ მძღოლმა შეცდომა დაუშვა, მაშინ ირღვევა ხანძრის ქრობის მთელი ოპერაცია.
ეს კარგად გვაქვს შეგნებული სახანძრო დაცვის ავტომანქნის მძღოლებს და არ ვაკლებთ მზრუნველობას ჩვენზე განპიროვნებულ ტექნიკას. პირადად მე უკვე ორ ათეულ წელეზე მეტია, რაც სახანძრო ავტომანქანას თავს დავტრიალებ, კარგად მესმის ჩემზე განპიროვნებული ტექნიკის მდუმარე სუნთქვა, ვიცი მისი სატკივარი და არ ვაკლებ მკურნალ ხელს, ვიცი, რომ დღეღამის ყოველ მონაკვეთში, დარსა თუ ავდარში, საჭირო შემთხვევაში შეუფერხებლად უნდა მივიდე შემთხვევის ადგილზე და ჩავერთო საბრძოლო მოქმედებაში. მარტო ის რად ღირს, როდესაც სტიქიისაგან ნაშრომ - ნაჯაფრის გადასაარჩენად გელოდებიან, მიხვალ გადაარჩენ და შენს მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. დაიმსახურო ხალხის სიყვარული და მადლიერება - ეს ნამდვილად საამაყოა, ამიტომაც გვაქვს საბრძოლო ტექნიკა მუდმივ მზადყოფნაში ყოფნაში.
პროფესიული სახანძრო ნაწილის ფრიადოსანი მძღოლი

გაზეთი "ახალი კოლხეთი" №46(9753) 16 აპრილი 1985 წელი გვ3
1198
    

კომენტარები -
0

რეკლამა