მიხარია და ვამაყობ » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

მიხარია და ვამაყობ


მიხარია და ვამაყობ, რომ სოციალისტური და კერძო საკუთრების ხანძრიდან დაცვის სადარაჯოზე ვდგევარ. მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც მეხანძრის მუზარასა და ქარქაშს ვატარებ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამსახური მუდამ მღელვარე და ხიფათითაა აღსავსე, ერთხელაც არ მინანია მეხანძრის პროფესია რომ ავირჩიე.
წლების მანძილზე ვიცავდი ფოთელ მეხანძრეთა ღირსებას სახანძრო-გამოყენებით სპორტში, არაერთხელ ვყოფილვარ რესპუბლიკურ შეჯიბრებაში გამარჯვებული მაგონდება სახანძრო დაცვის ყოფილი უფროსები რ. ქორქია, შ. სალუქვაძე. რომლებმაც იმდროინდელ ვეტერან მეხანძრეებთან ერთად შემაყვარეს სახანძრო საქმე,
ძნელია გახსენება ხანძრის ქრობის ყველა იმ ეპიზოდებისა, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა პარტიამ, მთავრობამ სათანადოდ დააფასეს ჩემი შრომა, მიღებული მაქვს მედალი „ხანძარზე მამაცობისათვის“, აგრეთვე მრავალი სიგელი, მადლობა და ფულადი ჯილდო.
სამსახურში დაგროვილ ჩემს მდიდარ გამოცდილებას დღეს ახალბედა მეხანძრეებს გადავცემ. ათეული, რომელსაც ვხელმძღვანელობ, საბრძოლო და პოლიტმომზადების ფრიადოსანია.
პროფესიული სახანძრო ნაწილის ათეულის მეთაური

გაზეთი "ახალი კოლხეთი" №46(9753) 16 აპრილი 1985 წელი გვ3
1500
    

კომენტარები -
0

რეკლამა