Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  რეკომენდაციები ხანძრის საქმეების მომკვლევთათვის
> სახანძრო ინსტრუქციები > რეკომენდაციები ხანძრის საქმეების მომკვლევთათვის

რეკომენდაციები ხანძრის საქმეების მომკვლევთათვის


28-11-2015, 21:40. ავტორი: amuri როგორც, ხანძრების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, სულ უფრო იზრდება ხანძრის საქმეებზე შემოწმების და მოკვლევის მნიშვნელობა ხანძრის მიზეზის სწრაფი და საფუძვლიანი განსაზღვრისათვის.
ხანძრის გაჩენის მიზეზების სწორი განსაზღვრა მოითხოვს მომკვლევისაგან ხანძრის ბუნების ყველა ასპექტის ღრმა ცოდნას.
გთავაზობთ რეკომენდაციებს ხანძრის საქმეების მომკვლევთათვის, რომელიც, შემუშავებულია „ხანძრის მომკვლევთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ.
რეკომენდაციები წარმოადგენს შემოკლებულ ფორმას იმ საჭირო ინფორმაციისა, რომლის ცოდნა საჭიროა ხანძრის მოკვლევის სხვადასხვა სტადიაზე, ნივთმტკიცების შეგროვებისა და ხანძრის ადგილის შესწავლის პერიოდში.
რეკომენდაციებში გაანალიზებულია ხანძრის გაჩენის მიზეზის დადგენის ვერსიების დამუშავების სხვადასხვა საფუძვლები, კლასიფიცირებულია ხანძრის კერის განსაზღვრის მახასიათებლები და სხვა.

1. ხანძრის მომკვლევის ამოცანები

ხანძრის მომკვლევის ამოცანებია:
ა) მაქსიმალური სიზუსტით აღწეროს ხანძრის ადგილის მდგომარეობა ხანძრის წინა პერიოდში, უშუალოდ ხანძრის დროს და ხანძრის შემდეგ.
ბ) სათანადო წესით შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა, სადაც სრულყოფილად იქნება დაფიქსირებული ხანძართან დაკავშირებული ყველა საინტერესო დეტალი.
გ) გამოიკვლიოს ის ფაქტები და ვითარება, რის გამოც მოხდა ხანძარი. რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც შესაძლო დანაშაულის გამოსააშკარავებლად, ასევე პროფილაქტიკური მუშაობისათვის.

1.1. მომკვლევის პრონციპები

ხანძრის მოკვლევის ამოცანებიდან გამომდინარე, მომკვლევის ძირითადი პრინციპებია:
ა) ოპერატიულობა - მომკვლევმა საჭირო ინფორმაციის შეგროვება უნდა დაიწყოს ხანძრის დროს;
ბ) მიზნობრიობა - ინფორმაცია, ახსნა - განმარტების სახით, უნდა იყოს მიზნობრივი, მიღებული უშუალოდ ობიექტის მესაკუთრისაგან ან ობიექტის კარგად მცოდნე პირისაგან, ხანძრის აღმოჩენისაგან და ხანძარზე პირველად მისული მეხანძრეებისაგან;
გ) სიზუსტე და უტყუარობა - დამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვება, ფაქტების შეჯერების, გადამოწმების და ანალიზის საშუალებით;
დ)კომპლექსურობა - ზედ მიწევნით შესწავლილ უნდა იქნას მოკვლევისათვის საინტერესო ტერიტორია, ყველა საგანი, ფაქტი თუ ინფორმაცია. ხანძრის მიზეზის ყველა შესაძლო ვერსიის დამუშავება და ჩამოყალიბება.

1.2. ხანძრის დროს საყურადღებო გარემოებები

ხანძრის დროს საყურადღებო გარემოებებია:
ა) შენობა -ნაგებობების თავისებურება და ადგილმდებარეობა, წვადი მასალების ხასიათი და რაოდენობა, რომლებიც განაპირობებენ ხანძრის გავრცელებას;
ბ) ხანძრის სწრაფი გავრცელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამჩქარებლის* გამოყენებით;
გ) განცალკევებული და შესაბამისად დაუკავშირებელი ხანძრის კერები. რომლებიც მიანიშნებენ განზრახ წაკიდებაზე;
დ) სპეციფიკური სუნები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ნაცნობი იყოს. მაგალითად: დიზელის საწვავის, ნავთის, საღებავის გამხსნელის, ლაქის. სკიპიდარის, სელის ზეთის, ავეჯის მოსაპრიალებლის, რეზინის იზოლაციის. ბუნებრივი გაზის და ა.შ.
ე) ცეცხლის რეაქცია წყალზე, მაგალითად ადვილაალებადი სითხეების ჩაქრობის დროს წყლის გამოყენებისას, სითხე ცურავს ზემოდან. ხელმეორედ აალდება და განაგრძობს წვას, რაც იწვევს ხანძრის გავრცელებას;
ვ) ხანძრის გავრცელებისათვის ხელოვნურად შექმნილი პირობები. მაგალითად: მეხანძრეებისათვის ხელის შემშლელი პირობების არსებობა. წვადი მასალის მიმოყრა და ჰაერის ნაკადის შექმნა, ხის კედლიდან ბათქაშის წინასწარი ჩამოყრა, კედლების გახვეტრა;
ზ) ტანსაცმლის, ავეჯის, ხელსაწყოების, კერძო ინვენტარის და შინაური ცხოველების არსებობა ბინის ხანძრების დროს.
ი) ხანძრის აღმოჩენისა და ჩაქრობის ავტომატური სისტემების მდგომარეობა, გაისინჯოს, ხელოვნურად ხომ არ არიან ისინი მწყობრიდან გამოყვანილი, მაგალითად ღიაა თუ დახურული სპრინკლერის სარქველი.
ხანძრის ჩაქრობის შემდეგ საყურადღებოა არ განადგურდეს ხანძრის გამომწვევი რომელიმე საშუალება ან სხვა შესაძლო ნივთმტკიცება.
ხანძრის ადგილი უნდა იყოს დაცული და ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა ეცნობოს მომკვლევს.

1.3. ხანძრის ადგილის შესწავლა

ხანძრის და ხანძრის ადგილის შესწავლის, დათვალიერების და ანალიზის დროს აქცენტი გამახვილებული უნდა იყოს:
ა) მთლიანობაში ობიექტის მახასიათებლებზე (ზომები, გამოყენებული სამშენებლო მასალა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები, ელექტრო მეურნეობის ტიპი და სქემა. ცეცხლმედეგობის ხარისხი, ობიექტზე განთავსებული სათავსოების და დანადგარ-აგრეგატების სქემა, მიმდინარე რეჟიმული ტექნოლოგიური პროცესების დახასიათება);
ბ) სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხანძრის წინა პერიოდში ობიექტის მდგომარეობაზე:
გ) ხანძრის ჩაქრობის დროს გამოყენებულ საშუალებებზე და ტაქტიკურ სქემაზე.
დ) ამინდზე (ქარის მიმართულება და სიჩქარე, წვიმა, ჰაერის ტემპერატურა, ელვა).
ე) ხანძრის ადგილამდე მისასვლელ ხელოვნურ დაბრკოლებებზე;
ზ) ხანძრის აღმოჩენის, შეტყობინების, ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის დროზე;
თ) კარ-ფანჯრების მდგომარეობაზე;
ი) ეკუთვნის თუ არა ამოღებული ნივთმტკიცებები ობიექტს.
უპირველესი ამოცანაა ხანძრის კერის წერტილის განსაზღვრა, რისთვისაც ყურადღება უნდა მიექცეს:
ა) გამურულ უბნებს დამწვარ არეს სახურავზე, კარ-ფანჯარაზე.
ბ) ღიობებს, რომელთა საშუალებით შეიძლებოდა შექმნილიყო ხანძრის გავრცელების ესა თუ ის სურათი, კერძოდ ჰაერის ცირკულაციის მიმართულებების შესაძლო ვარიანტებს.
გ) შენობის ინტერიერს, შესწავლილი უნდა იქნეს დაზიანებული ადგილი, გამოკვლევა უნდა წარმოებდეს ნაკლებად დაზიანებული ადგილებიდან მეტის მიმართულებით. კერა მოძიებული უნდა იქნეს ინტენსიური წვის ადგილზე. მაგრამ გასათვალიწინებულია, რომ არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად ინტენსიური წვის ადგილი შეიძლება არ იყოს ხანძრის კერა, ეს დამოკიდებულია წვადი მასალის ტაქტიკაზე და სხვა გარემოებებზე, რომლებიც აუცილებლად გამოკვლეული უნდა იქნას თითოეული კონკრენტული ხანძრის სპეციპიკიდან გამომდინარე.
დ) არათანაბარი წვას ან ჰორიზონტალური სივრცის მონაკვეთებში. ალაგ-ალაგ, ცეცხლის სავარაუდო წყაროებიდან მოშორებით. ინტენსიური წვის კვალს ან წვის კვალს კამერების ქვეშ, რაც აღძრავს ეჭვს ადვილადაალებადი სითხეების არსებობაზე;
ე) დამწვარი შენობის ჭერს, რომლის გამოკვლევა შეიძლება დაგვეხმაროს კერის მოძებნაში მაგალითად, ჭერის ყველაზე უფრო დაზიანებული ადგილის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ხანძრის კერა.
ვ)კერის აღმოჩენისას უნდა დადგინდეს წვის ყველაზე დაბალი წერტილი, რადგანაც ცეცხლს შეუძლია აალებადი და წვადი მასალები ჩამოაგდოს კერის არის უფრო ქვედა ადგილზე.
ზ)ხანძრის კერაზე გარკვეული აზრის შექმნის შემდეგ უნდა გაანალიზდეს კერის არეში აღმოჩენილი სპეციფიკური მიზეზები და ჰაერის მოძრაობისა და ცეცხლის გავრცელების ხელშემწყობი გარემოებები;
თ) სითბური ზემოქმედების არეების განსაზღვრის შემდეგ უნდა მოიძებნოს დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები, რომელთა ძებნისას ყურადღება უნდა მიექცეს მინის, ლითონის, ხის ქვის კედელზე ბათქაშის და სხვადასხვა მასალის თვისებებს, მაღალი ტემპერატურის და ცეცხლის ზემოქმედების შედეგად დარჩენილ დამახასიათებელ კვალს, რომელიც გამოიხატება ფერებში, დეფორმაციების ხარისხსა და ფორმებში. რღვების მაშტაბებში ზემოქმედების თანმიმდევრობაში, თერმული ზემოქმედებების მიმართულებაში, მანძილში ხანძრის კერიდან და ა.შ.
მაგალითად ლითონისათვის და კედლის ბათქაშებისათვის ხანძრის ზემოქმედების ინტენსიურობის დამახასიათებელი კვალი, ძლიერიდან სუსტ ზემოქმედებამდე, იცვლება რღვევის მაჩვენებლებით და ღია ფერის კვალიდან მუქისაკენ (თეთრი, რუხი, ყვითელი,მუქი ყავისფერი, შავი).ხის მასალაზე ხანძრის კვალი განისაზღვრება სიღრმით და მიმართულებით, განსაკუთრებით საინტერესოა ხის კარ-ფანჯრებისა და სხვენის გადახურვის ხის კონსტრუქციების მდგომარეობა ხანძრის შემდეგ. ხანძრის ინტენსივობის ხარისხის და ხანძრის კერიდან დაშორების მიხედვით, მინის მასალისათვის დამახასიათებელია კვალის შემდეგი სახეები: მსხვრევა, დნობა, გამურვა და კვამლის კონცენტრაციის აღმნიშვნელი გარუჯვა.
ხანძრის კერის დადგენისას და შემდგომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის მოკვლევისას (უნდა შემოწმდეს ყველა საინტერესო ნივთმტკიცება, სავარაუდო აალების წყაროები, რომელთაც არა აქვთ კავშირი ერთმანეთთან. გაანალიზდეს და შემოწმდეს ხანძრის წარმოშობისა და მისი განვითარების ყველა სავარაუდო ვერსია) გასათვალისწინებელია ქვემოთ ჩამოთვლილი დამახასიათებელი მოვლენები.
1.როდესაც ოთახში ტემპერატურა გაიზრდება დაახლოებით 370°c და ზემოთ, შესაძლებელია მოხდეს ადვილააალებადი და ადვილად წვადი მასალების აალება, რასაც შეძლება მოჰყვეს ალის ოთახში უცაბედი გავრცელება. ასეთ დროს ამ მასალების არსებობა ოთახში მომკვლევს აღუძრავს ეჭვს ორი ან მეტი დამოუკიდებელი კერის არსებობის შესახებ.
2.განხილული და დამუშავებული უნდა იქნეს ხანძრის ყველაზე გავრცელებული ვერსიები, კერძოდ - ელექტრობით გამოწვეული, დამჩქარებლის გამოყენებით წარმოშობილი და სხვა.
3.ხანძრის კერის განსაზღვრისას უნდა მოიძებნოს ხანძრის განვითარებისათვის დამახასიათებელი ფორმის კვალი. კლასიკურად ხანძარი ვითარდება ზევით და განივად, კონუსისებურად, მაგრამ თითოეული კონკრენტული ხანძრის სპეციფიკიდან გამომდინარე კონუსს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული კონფიგურაციები, რომლებიც თავის მხრივ იძლევიან მომკვლევისათვის ბევრ საინტერესო ინფორმაციას ხანძრის წარმოშობისა და განვითარების ხასიათის შესახებ. კერძოდ:
ა) ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ხანძრის განვითარების ფორმის სხვადასხვა კონფიგურაციებს, განსაზღვრავენ ხანძრის ხასიათს. თუ ფორმის ზედა მხარე ფართოა - იგი მიანიშნებს ნელ წვას (ღვივილს). ფორმის ზედა მხარის სივიწროვე აღნიშნავს ინტენსიურ, სწრაფ წვას;
ბ) მინაზე ფართო ბზარებისა და სქელი კვამლის ნიშნები ძირითადად მიანიშნებენ ნელ წვას, მაშინ როცა ნატეხები და თხელი კვამლის ფენა - სწრაფად წვას;
გ) თუ კერასთან ახლოს ნაპოვნ ხის ნაჭერებზე დამწვარ და მთელ ნაწილებს შორის ხაზი გამოკვეთილია, ეს მიანიშნებს სწრაფ ინტესიურ წვაზე;
დ) ბეტონის, ცემენტის და აგურის ზედაპირი შეიძლება დატყდეს როცა დაუცველად იმყოფება ინტენსიურ სითბოს წყაროსთან.
ნივთმტკიცება სათანადო წესით ამოღებული უნდა იქნას და ჩაუტარდეს ლაბორატორიული კვლევა.

2. ხანძრის მიზეზის განსაზღვრა

ხანძრის წარმოსობის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი, შემთხვევითი და განზრახ წაკიდებით გამოწვეული.
ხანძრის მიზეზის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხანზრის ბუნების განსაზღვრას. ცეცხლს წვისათვის სჭირდება: ჟანგბადის, წვადი მასალების და თბური ენერგიის (სითბოს წყაროს) ზუსტი პროპორცია (აალებადი და წვადი სითხეები, წვადი მყარი სხეულები და აირები);
სითბოს წყაროებია: ღია ალი, ცხელი ზედაპირები, ელექტროობა, ხახუნი და ქიმიურ რეაქცია (სპონტანური აალების მიზეზი).

2.1. საერთო გარემოებები

ხანძრის მიზეზის განსაზღვრისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად იქნეს დაფიქსირებული ხანძრის კერა, რისთვისაც ანალიზი უნდა გაუკეთდეს ხანძრის გავრცელების სურათს, თვითმხილველების ახსნა-განმარტებებს. ხანძრის ადგილმდებარეობასა და სპეციფიკას მთლიანობაში.
წვის დროის გამოსარკვევად ძალიან მნიშვნელოვანია ნივთმტკიცების მოძიება, რომელზეც ხელსაწყოს საშუალებით შეიძლება დაფიქსირდეს საჭირო პარამეტრები. უნდა განისაზღვროს, ხომ არ იყო გამოყენებული ელექტრო ხელსაწყოები აალების საშუალებად ან უყურადღებობის გამო ხომ არ გახდნენ ისინი ხანძრის მიზეზად, მაგალითად ჩართული უთოს დატოვება წვად მასალაზე.
ყურადღებით უნდა იქნეს ამოღებული ნივთმკიცებები. დეტალურად იქნეს გადაღებული ხანძრის ადგილი, კონცენტრაცია გადატანილი უნდა იქნას ხანძრის კერაზე და წაკიდების საშუალებებზე. გადაღებული უნდა იქნას ყველა საგანი საწყის მდგომარეობაში, დოკუმენტალურად აღიბეჭდოს ხანძრის ადგილმდებარეობა, კერის კუთხე და დაფიქსირდეს გადაღების დრო.
უნდა შედგეს ხანძრის ადგილის სქემა, შესაძლებლობის და მიხედვით ზუსტი. ადგილმდებარეობის სქემა უნდა შეიცავდეს საგნების განთავსებას. წვის ინტენსივობის მაჩვენებლებს, ხანძრის კერის აღნიშვნას, წვის განვითარების მიმართულებებს, ელექტრო სქემებს, ამოღებული ნივთმტკიცებების განთავსების ადგილებს, ჩაქრობის სქემას, ქარის მიმართულებას და ა.ს.
საჭირო დრომდე ხანძრის ადგილზე შენარჩუნებული უნდა იყოს არსებული სურათი და ხელშეუხებელი ნივთმტკიცებები. კვალი და ფეხის ანაბეჭდები შეიძლება დაცული იყოს მათზე ყუთების მოთავსებით.
ხანძრის ადგილზე ბლოკირებული უნდა იქნას მანქანების მოძრაობა. ადგილი შემოკავებული იქნას.
ნივთმტკიცების გადაადგილების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს მისი უსაფრთხოება. ნივთმტკიცების გადასატანად რეკომენდირებულია ლითონის ან მინის ჰერმენტულად დახურული ქილები (კონტეინერები). არ არის რეკომენდებული პლასტმასის კონტეინერების გამოყენება. თუ სითხის ნიმუშებია საჭირო, მაშინ ღრუბელი უნდა დასველებული იქნას მცირე რაოდენობის სითხეში და ჰერმენტულად დალუქული სპეციალურ ქილებში.
ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ან ფერფლი დაცული უნდა იქნას შემდგომი დაზიანებისაგან, შენახული ჩანთებში, შემდეგ ლითონის ქილებში. ქილაზე მიკრული უნდა იქნას ინფორმაცია (ნივთმტკიცების აღწერა, ამოღების ადგილის დასახელება, დრო და ამომღებთა ხელმოწერა). ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, ნივთმტკიცების შედარებით გვიან გამოყენების შემთხვევაში.
დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა ის პირი ვისაც შეხება ექნება ამოღებული ნივთმტკიცებებთან. როდესაც ნივთმტკიცებები გამოსაცდელად წარედგინება ლაბორატორიებში, გარკვევით უნდა ჩამოყალიბდეს კითხვა რას უნდა უპასუხოს სპეციალისტმა.
უნდა ჩატარდეს მსგავსი ნიმუშის კონტროლი, რომელიც ამოღებულია ხანძრის ადგილიდან და არ არის დაზიანებული ცეცხლით.
ყურადღება უნდა მიექცეს შენობაში ადვილად წვადი მყარი მასალების, როგორიცაა ხე, ქაღალდი ან ქსოვილის ნაჭრების განთავსების ადგილს.
უნდა შემოწმდეს ნახშირის ფენა სათითაოდ, რომ განისაზღვროს თანმიმდევრობა, თუ რომელი საგნიდან დაიწყო წვა. კერის მიდამოებში უნდა დაფიქსირდეს მასალა ადვილადაალებადი ნივთიერების კვალით (ნაქსოვი, ქაღალდი, ხის ნაჭერი, მინა ან სხვა), და მისი ადგილმდებარეობა. აგრეთვე შემოწმდეს დამწვარი ხის მასალის მდგომარეობა წვის ხანგრძლივობის დასადგენად.
მოპოვებული უნდა იქნას შესაძლო სპეციფიკური ნივთმტკიცებები.

2.2 საგამოძიებო ვერსიები

მოკველვის საწყის ეტაპზე უნდა განისაზღვროს ე.წ. ძირითადი საგამომძლიებლო ვერსიები და დამუშავდეს თითოეული მათგანი, შესაბამისი სპეციფიკით. ვერსიის შემოწმებისას რეკომენებულია კომპეტეტურ სპეციალისტებთან კონსულტაცია და მათი დასკვნებით სარგებლობა.

3. მიზეზების მიხედვით ხანძრების კლასიფიკაცია

3.1 ელექტროობით გამოწვეული ხანძრების მოკვლევა.

ხანძრის ადგილის მოკვლევისას, თუ წარმოიშობა ეჭვი ელექტროობით გამოწვეულ ხანძარზე, დოკუმენტაციის გაფორმების და ნივთმტკიცებების შეგროვების ყველა წესის დაცვით უნდა განხორციელდეს შემდეგი მოქმედებები - ელ.სადენი და ხელსაწყოები არ უნდა იქნეს გადაადგილებული ფოტოგრაფირებამდე და ყურადღებით გამოკვლევამდე. გასათვალისწინებელია რომ ცეცხლს შეუძლია დააზიანოს იზოლაცია მაგრამ არ იყოს ელ.გამტარების შეხებისა და მოკლე ჩართვის წარმოქმნის აუცილებელი მიზეზი. არაბუნებრივ მდგომარეობაში ნაპოვნმა ელ. სადენებმა შეიძლება წარმოშვას ეჭვი არასწორი ქმედებისა და წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ნივთმტკიცებას.
ელ.ქსელის მდგომარეობა მაშინვე უნდა შემოწმდეს, რომ განისაზღვროს რომელი ელ.ქსელი (წრედი) არის შეკრული ან ღია.
შემოწმდეს გამანაწილებელი ფირი, არის თუა რა გათიშული ამომრთველები ან დამცველები. ყურადღება უნდა მიექცეს არასტანდარტულ დამცველებს.
ზედმეტ ძაბვას შეუძლია ჩართოს ელ.ქსელის ამომრთველები მიუხედავად გადამრთველი სახელურის მდგომარეობისა.
უნდა შემოწმდეს ამომრთველის მდგომარეობა, ჩართულია ის თუ გამორთული.
ამომრთველის დაუცველი ნაწილი უნდა იყოს გამურული და გაცხელებული ცეცხლისაგან, ხოლო დაცული ნაწილი კი არა, უნდა შემოწმდეს ტრანსფორმატორში ე.წ. 0-ვანი ფაზის მდგომარეობა.
ყურადღებით უნდა შემოწმდეს ელ.სადენების გადამბის მიერთების კვანძები.

3.1.1 გაუმართაობები ელექტრო სისტემაში.

ხშირად ხანძრის მიზეზი არის გაუმართაობები ელექტრო სისტემაში მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ადგილი აქვს განზრახ წაკიდებას, ამ შემთხვევებში ხანძრის ადგილზე უამრავი რამ უნდა იქნას მოძებნილი და შემოწმებული.
თუ გაჩნდება ეჭვი ელექტრო გაუმართაობებზე, როგორც ხანზრის სესაძლო მიზეზზე, უნდა დადგინდეს, რომ:
ა) ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი ჰქონდა ხანძრის დროს. ან უახლოესი წინა პერიოდში.
ბ) გაუმართავი ელ.აპარატურის არსებობიის შესაძლებობა.
გ) კერის არეში იყო ელ.ხელსაწყო, რომელიც შეიძლება გადატვირთულიყო;
დ) მოხდა მოკლე ჩართვა;
ე) შეესაბამება თუ არა ელ.ქსელის სქემაში ელ ხელსაწყოების და ელ.ქსელის დეტალების მახასიათებლები (სიმძლავრე, ზაბვა, დენის ზალა, ელ.სადენის კვეთი, მასალა, იზოლაცია და სხვა), ნორმატიულ მოთხოვნებს;
ვ) ელ.რკალის წარმოქმნამ დაბალი ძაბვის სისტემაში შეიძლება გამოიწვიოს წვადი მასალების აალება;
ზ)ფიქსირდება თუ არა ელ.გამტარების არსებობა.
უნდა შემოწმდეს კერის არეში ელ.გამტარების არსებობა (ელ.ქსელის და ელ.დანადგარების) - როგორიცაა სპილენძის ან ალუმინის ელ.სადენები საიზოლაციო მილი, ჩართვის პანელები. დამცველი ყუთები და სხვა აქსესუარები შესაძლოა მავრთულები თავისი დანიშნულებით ელექტრონული არ იყოს.
უნდა მოიძებნოს დაზიანებები ელექტრო ქსელში, მნიშვნელოვანი საკითხი ელექტროობით გამოწვეული ხანძრებში არის ამოწვები ელ.პანელებში. ან მოწყობილობაში, ან თავად საიზოლაციო მილში შემოწმდეს მოწყობილობა. რომ განისაზღვროს იყო თუ არა დაზიანება ელ. ხელსაწყოს შიგნით ან გარეთ იმ შემთხვევაში სადაც მოწყობილობა იყო ხანძრის მიზეზი, აპარატურის შიდა წვა დატოვებს განადგურების კვალს, განსაკუთრებით თუ კორპუსი გადაკეთებულია ლითონის ან სხვა ცეცხლგამძლე მასალისაგან.
ელექტროობით გამოწვეული ხანძრების ერთ-ერთი მიზეზია გადატვირთვა ელ.ქსელებში. გადატვირთვისას ადგილი აქვს შეუსაბამობას ელექტრო დანადგარებსა და მკვებავი ქსელის ტექნიკურ პარამეტრებს შორის,, აგრეთვე მონტაჟის წესების დარღვევას.
ელ.ქსელში მაღალი ძაბვა შეიძლება იყოს ელ.სადენების გადახურებისა და დაზიანების მიზეზი, ეს ქმნის ხანძრის საშიშროებას. ქსელის დაცვის საშუალებები ხშირად უძლებენ გადატვირთვას, მიუხედავად იმისა იწვის თუ არა იზოლაცია. გადახურებული სადენები არის ხანძრის მიზეზთა შორის ერთ-ერთი, რის გამოც შესაძლებელია წარმოიქმნას ხანძრის რამოდენიმე კერა.
სადენების უხარისხოდ გადაბმამ, განსაკუთრებით სხვადასხვაგვაროვანი სადენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი წინაღობის წარმოშაობა და გადახურება.

3.1.2 მოკლე ჩართვები

ელექტროობით გამოწვეული ხანძრების ერთ-ერთი მიზეზია მოკლე ჩართვა. გაუმარტაობა დახურულ წრედში, სადაც წრედის წინაღობა მცირდება დენის ძალა იზრდება. ამ მოვლენის მიზეზი ხშირად არის ელ.სადენების მწყობრიდან გამოსვლა სიძველის გამო, ან რაიმე მექანიკური დაზიანების დროს, შეიძლება მოხდეს იზოლაციის შეთხელება ან იზოლაცია დასკდეს. დენის ცვალებადობისას დაუცველი ელ.სადენები დნება და ჩნდება ცეცხლი, თუ ქსელის ამომრთველები და ელ.დამცველები ვერ უზრუნველყოფენ მყისიერ დაცვას.
იმ შემთხვევაში, თუ ქსელის ამომრთველებს და ელ.დამცველებს დენის შეწყვეტის უნარი არა აქვთ, ქსელში მოკლე ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი.
ელექტრონული დაზიანება ხშირად ადვილი ამოსაცნობია. მოკლე ჩართვა ჩვეულებრივად იწვევს ელ. სადენების ერთმანეთზე მინდობას მთელ სიგრძეზე, ან ნადნობებს ელ.გამტარის ბოლოზე. ხანძარზე სადაც არსებობს ნივთმტკიცებები გადატვირთოს ან მოკლე ჩართვის კვალით, გასათვალისწინებელია, რომ მოკლე ჩართვა შეიძლება იყოს ხანძრის შედეგი და არა მიზეზი. ხანძრები იშვიათად არიან ელ.ქსელში გადატვირთვის მიზეზი.
ელ.ქსელში მოკლე ჩართვის დასადასტურებლად შესაბამისი ფრაგმენტები ამოჭრილი უნდა იქნას (30სმ მონაკვეთი) და ნივთმტკიცების სახით წარედგინოს სპეციალისტს.

3.2 ამჩქარებლის გამოყენების ვერსია.

ხანძრის სწრაფი წარმოშობა და განვითარება ბადებს ეჭვს ამჩქარებლის არსებობაზე.
ადვილადაალებადი და წვადი სითხეებია - დიზელის საქვავი, ნავთი, ბენზინი, გამხსნელები, აცეტონი, ნახშირბადის დისილფიდი და სხვა. თუ მათი კვალი არის ნაპოვნი, ყურადღება უნდა მიექცეს მათ ადგილმდებარეობას, უფრო ძლიერი ამოწვა იატაკზე ვიდრე ჭერზე შეიძლება მიუთითებდეს ამჩქარებლის გამოყენებაზე. ზოგადად იატაკის წვის ტემპერატურა უფრო დაბალია ვიდრე ჭერის წვის ტემპერატურა, თუ ამაჩქარებელმა სითხეებმა გაჟღითეს ხის იატაკი, მაშინ გაჟღენთვის ადგილზე შეიძლება იყო ძლიერი ამოწვის კვალი. იქ აგრეთვე შეიძლება იყოს გუბის ამოწვის კონტური. რადგანაც იატაკის უმრავლესობა არ არის გლუვი, ამიტომ უნდა მოიძებნოს წვის კვალი დაბალ ადგილებში. კვალი შეიძლება ნაპოვნი იქნას ნიადაგში. სარდაფის ქვეშ. თუ გამოყენებული იყო ამაჩქარებელი მაშინ შენობის კონსტრუქციებმა შეიძლება შეინარჩუნოს ამაჩქარებლის კვალი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.
შემოწმებული უნდა იქნას ქაღალდის, ტანსაცმლის ნაგლეჯებისა და ფარდების ნარჩენები, რომლებიც გაჟღენთილი არიან ადვილად აალებადი სითხით.
დაზუსტდეს შენობაში სად ინახება აალებადი და წვადი სითხეები და რა რაოდენობით. ხომ არ არის შეცვლილი მათი ადგილმდებარეობა. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია დასკვნების გამოტანისას შეცდომის თავიდან აცილებისათვის.
ამავე დროს შენობაში შეიძლება ინახებოდეს ზოგიერთი ტიპის აალებადი და წვადი მასალები, მაგალითად: კალის პერმანგანტი, ფოსფორი. ლითონური სოდა, გლიცერინი და ა.შ. ამ შემთხვევაში, ხანზარი ჩაქრობის შემდეგ, მხოლოდ ამ ქიმიკანტების კვალი შეიძლება იქნეს ნაპოვნი. ამოღებული ნიმუშები შემოწმებული უნდა იქნას ლაბორატორიული ანალიზით.

3.3 გადამტანების (ტრაილერების) გამოყენება.

გადამტანები (ტრაილერები) შეიძლება გამოყენებული იქნეს ცეცხლის ერთი წერტილიდან მეორემდე გასავრცელებლად.
უნდა იქნას მოძიებული სანთლების ან სხვა გადამტანების კვალი, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო წაკიდების მიზნით, აგრეთვე სანთლის, ცვილის ან პარაფინის ნარჩენები ხანძრის კერასთან ახლოს. ყურადღება უნდა მიექცეს დასანთები საშუალებების არსებობას, კვალს და ადაგილმდებარეობას.


3.4 სპონტანური (თვით) აალებანი (თბური, ქიმიური, მიკრო-ბიოლოგიური)

ხშირად ადგილი აქვს აალებადი მასალების დიდი რაოდენობით კონცეტრაციას, რაც ხელს უწყობს სპონტანურ აალებას. მასალების ნარჩენები შეიძლება აღმოცენილი იქნას კერის მიდამოებში, მათი ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სპონტანური აალების განსასაზღვრად. ტრადიციულად, აალებადი მასალების კონცენტრაციის ადგილებია ავტოფარეხი. საწყობი, სააბაზანო, სახელოსნო.

სპონტანურ აალებაში აქტიური ნივთიერებები.

3.5 აფეთქება

გაზის გაჟონვა შეიძლება გახდეს აფეთქების მიზეზი, ამ ვერსიის შესამოწმებლად უნდა გაისინჯოს ხელსაწყოები, გაზქურის სარქველები - გახსნილია თუ დახურული, უნდა იქნას მოძებნილი არამყარად დამაგრებული მილის არმატურა - გადახრილია თუ გადახერხილი. აღინიშნოს თუ გაზის ხელსაწყოზე ნაპოვნია რაიმე დაზიანება. ყურადღება უნდა მიექცეს გაზის წარმოქმნის განსაზღვრას.

3.6 სიგარეტით გამოწვეული ხანძარი

სიგარეტების გაღვივებულ მდგომარეობაში სჭირდება ყურადღებით მოპყრობა, რომ არ გამოიწვიოს აალება და წვა. ის შეიძლება ღვიოდეს სამ საათზე მეტი დროის განმავლობაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მათ სჭირდებათ მეტი დრო.

3.7 ხანძრები ავტომობილებში

ავტომობილს ხანძარი შეიძლება გაუჩნდეს შიდა და გარე ცეცხლის წყაროს ზემოქმედებით.
შიდა ცეცხლის წყაროებს ძირითადად განეკუთვნება: ელექტროსისტემის გაუმართაობის მიზეზით წარმოშობილი ელექტრორკალი ან ავტოსატრან-სპორტო (ავარიული) შემთხვევებით გამოწვეული ფრიქციული (ხახუნი) წარმოშობის თბური ენერგია, წვადი და ადვილაადალებადი სითხეების ორთქლის ან წვადი მასალების აალება აირგამშვები, სამუხრუჭე და მოჭიდების სისტემების ძლიერ გახურებულ ზედაპირთან შეხებისას, ღია ცეცხლი.
ავტომობილებზე ცეცხლის გაჩენის გარე შესაძლო ფაქტორების განეკუთვნება: მაღალი ინტესიური გამოსხივების თბური ნაკადი, რომელსაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ახლო მდებარე შენობის ან ავტომობილის წვის დროს (ღია ცეცხლი საშემდუღებლო სამუშაოების დროს და ა.შ.).

კვანძების მიხედვით ხანძარსაშიშროების დონე ახალ მსუბუქ ავტომობილში% შემდეგნაირად გამოიყურება:

ა) ძრავას განყოფილება, ზრავას კორპუსი თბოიზოლაციით; ელექტრო აღჭურვილობის და საწვავის სისტემების დეტალები - 43,3;
ბ) კაბინა ან სალონი - 20;
გ)კუზაო (ძარა) და საბარგული 7,8;
დ) სავალი ნაწილის ელემენტები -3;
ე) აირგამშვები სისტემა - 5,6;
ვ) სხავ ადგილები - 20,3.

კვანძების მიხედვით ხანძარსაშიშროების დონე დიდი სატვირთო ავტომობილში % შემდეგნაირად გამოიყურება;

ა) წვადი სითხის გაჟონვა ჰიდროსისტემიდან - 22;
ბ) წვადი სითხის გაჟონვა ძრავიდან - 22;
გ) წვადი სითხის გაჟონვა გამაგრილებელი სისტემიდან -12;
დ) წვადი სითხის გაჟონვა საწვავი სისტემიდან - 8;
ე) ელექტროაღჭურვილობის გაუმართაობა - 16;
ვ) დეტალების მექანიკური დაზიანება - 15;
ზ) საბურავების გადატვირთვა ან არასაკმარისი წნევა მათში, სამუხრუჭე სისტემის დაზიანება - 5.
დიდ სატვირთო ავტომობილებზე ხანძრის ძირითადი მიზეზებია ჰიდროსითხეების, ზეთების და საწვავის მოხვედრა ძლიერად გახურებულ ზედაპირებზე, როგორიცაა ძრავასა და მილკომპრესორის ზედაპირები, რასაც ადგილი აქვს ძრავას ჰიდროსისტემის და ზეთის და საწვავის სადენების არმატურის ჰერმეტულობის დაზიანების შემთხვევაში. ხანძრის მიზეზი აგრეთვე შეიძლება გახდეს აფეთქება შეკიდულის ცილინდრებში ჟანგბადის მოხვედრის გამო.
ზოგჯერ ხანძრის მიზეზი ხდება პლა
გადიდება