ინსტრუქცია შრომის დაცვის დისპეტჩერისთვის » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ინსტრუქცია შრომის დაცვის დისპეტჩერისთვის

ინსტრუქცია შრომის დაცვის დისპეტჩერისთვის

(რადიოტელეფონისტისთვის)


1. შრომის დაცვის საერთო მოთხოვნები


1.1. საპასუხისმგებლო ვალდებულებების დამოუკიდებლად შესასრულებლად დაიშვებიან პირები, რომლთაც სპეციალური მომზადება გააჩნიათ, კავშირის საშუალებების მატერიალური ნაწილის მტკიცე ცოდნა აქვთ, ექსპლუატაციის წესების და შრომის უსაფრთხოების ზომების ცოდნა, ასევე გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება კავშირის საშუალებებზე და მათ მომსახურებაზე მუშაობის, გავლილი აქვთ სამედიცინო კომისია, შესავალი და პირველადი ინსტრუქტაჟი სამუშაო ადგილზე, შრომის დაცვის ცოდნის შემოწმება.
1.2. დისპეტჩერებს (რადიოტელეფონისტებს) უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ჯგუფი მეორედან მეხუთემდე.
1.3. სამსახურში შრომის უსაფთხო და ჯანსაღი პირობების უზრუნველყოფა შესაძლოა შინაგანაწესის წესების მტკიცედ დაცვით ყველა მუშაკის მიერ, წესების მოთხოვნების და შრომის უსაფრთხოების ხელშეუხებელ შესრულებაში, შრომის დაცვის ინსტრუქციებით.
1.4. თითოეულმა დისპეტჩერმა (რადიოტელეფონისტმა) უნდა იცოდეს და დაიცვას ინსტრუქციის მოთხოვნები, სამუშაო ადგილზე შრომის დაცვის წესების დარღვევის გამოვლენისას მათი თავიდან აცილებისთვის საჭირო სწორი მოქმედებების შესრულება უნდა შეეძლოს, რათა აღკვეთოს საკუთარი და სხვის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო მოვლენები.
1.5. სამუშაო დღე და სამორიგეო დღეღამე მიდის შინაგანაწესის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია სამსახური უფროსის მიერ, სადაც ასახულია შრომის და დასვენების რეჟიმი.
1.6. სახიფათო წარმოებულ ფაქტორს, რომელიც დისპეტჩერზე მოქმედებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წარმოადგენს ელექტრონული დენი. მონიტორთან მომუშავე დისპეტჩერებმა (კომპიუტერთან) უნდა იცოდნენ მოთხოვნების ინსტრუქცისა - "შრომის დაცვის ინსტრუქცია ოპერატორების და პერსონალური ელექტრო გამომთვლელი მანქანების მომხმარებლებისთვის და მუშაკებისთვის, რომლებიც პევმ-ის ექსპლუატიციით არიან დაკავებულნი.
1.7 შრომის დაცვის წესების მოთხოვნების დარღვევის ხასიათის მიხედვით დამნაშავე პირი ატარებს პასუხისმგებლობას დისციპლინარულ, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დონეზე, ასევე მატერიალურ პასუხისმგებლობას ზარალის მიხედვით.
1.8. ფილიალის კავშირის პუნტქზე უნდა იმყოფებოდეს: სამედიცინო აფთიაქი და არანაკლებ ორი ნახშირმჟავის ცეცხლმქრობი. გამოსაჩენ ადგილზე უნდა იყოს დაკიდებული მითითებების ცხრილები იმ პირების გვარებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შრომის პირობების მდგომარეობაზე და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე, ასევე შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლბიც მოცემულ ქვეგანყოფილებაში მუშაობის სპეციფიკას ითვალისწინებს.

2. შრომის დაცვის მოთხოვნები სამუშაოს დაწყების წინ.


2.1. მორიგეობის ცვლისას დისპეტჩერი (რადიოტელეფონისტი) ატარებს კავშირის საშუალებების შემოწმებას: კავშირის საშუალებების გარეგნულ მდგომარეობის და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების სისწორეს. კავშირის საშუალებების მუშაობის უნარიანობას. დროულობას და ხარისხს ტექნიკური მომსახურების შესრულებისა.
2.2. კავშირის საშუალებების გარეგნული მდგომარეობის შემოწმება მოიცავს:
- დაზიანების მოძებნას, იზოლაციის სიმთელეს, ელექტროგამტარებს, კავშირის საშუალებების ხარვეზებს. სიმაგრის ხარისხის შეფასებას, ამორტიზაციის მდგომარეობას.
- გადამრთველების, გამომრთველების, ღილაკების, დამცავების გამართულობის შემოწმებას.
2.3. კავშირის საშუალებების მუშაობის უნარიანობის განსაზღვრა მოიცავს:
- აპარატურის მთელი კომპლექსის მუშაობის უნარიანობის შემოწმებას ყველა რეჟიმში.
- ცალკეული ნაწილების გამართულობის შემოწმებას, საზომი ხელსაწყოების შემოწმებას.
- საანტენო მოწყობილობების შემოწმებას, დახმარე ქონების შეამერთებელი კაბელების შემოწმებას.
2.4 მორიგეობის ცვლის დრო აღმოჩენილი გამოუსწორებლობებისას, შენიშვნა შეაქვთ ჟურნალში "კავშირის შემოწმებები".
2.5 დისპეტჩერს (რადიოტელეფონისტს) კატეგორიულად ეკრძალება დამოუკიდებლად ჩაატაროს კავშირის გამოუსწორებელი საშუალებების მოცილების სამუშაოები.
2.6 კავშირის საშუალებების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ხდება სპეციალისტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ამ სამუშაოების შესრულებაზე.

3. შრომის დაცვის მოთხოვნები სამუშაოს დროს.


3.1. კავშირის საშუალებების ხარისხიანი ტექნიკური ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი მთავარი პირობები არის:
- დისპეტჩერის მიერ კავშირის საშუალებების მუშაობის პრიციპების , მათი ექსპლუატაციის წესების და უსაფრთხოების ზომბების მტკიცე ცოდნა;
- პასუხისმგებელი პირების მხრიდან კავშირის საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლის განხორციელება, ტექნიკური ექსპლუატაციის ორგანიზაციით და გამოვლენილი ნაკლების დროული აღკვეთით.
3.2. დისპეტჩერი ვალდებულია:
- ტელეფონით გამოძახებისას უპასუხოს: "პირველი";
- ტელეფონით ხანძრის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, ისე რომ საუბარი არ შეწყვიტოს, ჩართოს განგაშის სიგნალი, ღამის საათებში კი შენობის დამატებითი განათება, შეავსოს საგზური ყარაულის გასვლისა და მისი ასლები გასული სვლების რიცხვის შესაბამისად, დაადგინოს ხანძრის მისამართი, მასზე შემტყობინებლის გვარი, შესაძლებლობის არსებობისას კი ხანძრის ხასაითი და იმ ტელეფონის ნომერი, რომლითაც ხანძრის შესახებ ატყობინებენ.
- გადასცეს საგზური ყარაულის უფროსს, აცნობოს მას არსებული ცნობები ობიექტზე და ხანძრის ხასიათზე, საგზურის ერთი ასლი თავისთან დაიტოვოს;
- საგზურთან ერთა ყარაულის გასვლისას ყარაულის უფროსს გადასცეს ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული ბარათი (გეგმა) და ა.შ.'

4. შრომის დაცვის მოთხოვნები ავარიულ სიტუაციებში:


4.1. დისპეტჩერის სიცოცხლის და ჯამრთელობისთვის საშიში ავარიული სიტუაციის შექმნისას აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს მუშაობა და მიღებულ იქნეს ავარიული მდგომარეობის თავდიან ასაცილებელი ზომები, ეცნობოს სამსახურის ხელმძღვანელს, ორგანიზაცია გაეწიოს ხალხის ევაკუაციას, ეცნობოს აუცილებელ სამსახურებს.
4.2 თითოეულ უბედურ შემთხვევაზე დისპეტჩერები (რადიოტელეფონისტები) ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ სამსახურის ხელმძღვანელობას, დაზარალებულს კი ექიმამდელი დახმარება გაუწიონ, გამოიძახონ ექიმი ან დაზარალებული უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანონ.
4.3 ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურის ხელმძღვანელობას და დაიწყოს ხანძრის ჩაქრობა ხელთ არსებული ხანძრის ჩაქრობს პირველადი საშუალებებით.

5. შრომის დაცვის მოთხოვნები სამუშაოს დასრულებისას


5.1 დისპეტჩერები (რადიოტელეფონისტები) სამუშაოს დასრულებისას სამუშაო ადგილს აწესრიგებენ.
5.2. მთელს აუცილებელ დოკუმენტაციას შემდეგ ცვლას გადასცემენ.
5.3 ყველა ნაკლზე და შენიშვნაზე, რომელიც მუშაობის დროს იქნა აღმოჩენილი უნდა ეცნობოს სამსახურის ხელმძღვანელობას.
2427
    

კომენტარები -
0

რეკლამა