Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  გივი ბუკია - ქალაქის №1 სპორტსმენი
> სახანძრო სპორტი, სტატია(სპორტი) > გივი ბუკია - ქალაქის №1 სპორტსმენი

გივი ბუკია - ქალაქის №1 სპორტსმენი


14-11-2020, 07:41. ავტორი: amuri
წინა საახალწლო გამოკითხვის ანკეტა


გივი ბუკია - ქალაქის №1 სპორტსმენი საქალაქო გაზეთ „ახალი კოლხეთის“ რედაქციის სპორტულმა განყოფილებამ პირველად მოაწყო წინასაახალწლო გამოკითხვა ვინ არის გასული, 1969 წლის სპორტული სეზონის ქალაქის 5 საუკეთესო სპორტსმენი. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ სპორტის სპეციალისტები და ვეტერანი სპორტსმენები.
1.1969 წლის სპორტული სეზონის №1 სპორტმენად აღიარებულ იქნა სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და რეკორდსმენი გივი ბუკია („დინამო“).
შეგროვილ ქულათა რაოდენობით უძლიერესთა ხუთეულში მოხვდნენ.
2.დარეჯან გეფერიძე (საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მოსწავლეთა შორის, ხელბურთი, ბავშვთა სპორტული სკოლა, მწვრთნელი ქ. გაგულია).
3.ზურაბ ხოფერია (მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი, ნიჩბოსანი, ბავშვთა სპორტული სკოლა, მწვრთნელი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი შ. ჭედია).
4.ლეილა ფარცვანია (საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი, რესპუბლიკის რეკორდსმენი, მძლეოსნობა, მწვრთნელი გ.თალაკვაძე).
5.სოსო მიქაძე (საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადის პრიზიორი, საკავშირო მოსწავლეთა სპარტაკიადის მონაწილე, კალათბურთი, ბავშვთა სპორტული სკოლა, მწვრთნელი ა. ლომაია).
გამოკითხვის ანკეტაში ასევე დასახელებულნი არიან ქალაქის მოწინავე სპორტსმენები: ნიჩბოსნები სპორტის ოსტატი ნ.ლუცენკო, მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი თ. ადამია და საქართველოს ჩემპიონი აკადემიურ ნიჩბოსნობაში რ.გვალია, ხელბურთელები სსრ კავშირის ჩემპიონები მოსწავლეთა შორის ე.როშკოვა და მ. ალანია, ფეხბურთელი მ.ფილია, მოკრივე, სპორტის ოსტატი ვ.შონია.

გაზეთი "ახალი კოლხეთი"

გადიდება