ტარიელ (ჯამბული) ხარებავა
ლევთერ ჭოჭუა
ტარიელ (ჯამბული) ხარებავა ფოთის სახანძრო - სამაშველო სამსახურში დისპეჩერად მუშაობს. თავიდან იგი რიგითი მეხანძრედ მუშაობდა. მან კარგად იცოდა, რომ ხანძარზე სწრაფი და საზრიანი მოქმედებაა მთავარი. ამავდროულად ყველამ კარგად იცის, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვაც აუცილებელია, მაგრამ ხდება ხოლმე, როცა მეხანძრე ქრობის პროცესში, საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ნაკლებად ფიქრობს და რისკით მუშაობს.
ამის ცოცხალი მაგალითია ჯამბულ ხარებავას ქმედება. მან ერთ-ერთი რთული ხანძრის ქრობის პროცესში ფეხი დაიზიანა. მას შემდეგ დისპეჩერად მუშაობს და უშეცდომოდაც ართმევს თავს თავის მოვალეობას. თუმცა აქაც ბევრი მღელვარება და ნერვიანობა გადახდენია თავს.
ჯამბულ ხარებავა იხსენებს: 2009 წლის ზამთრის ერთ-ერთი სუსხიანი რამე იყო, დილიდან ქროდა ქარი, რომელიც საღამოსკენ უფრო გაძლიერდა, ხანძრებმაც იჩინა თავი. ტელეფონში კი ზარის ხმა არ წყდებოდა. ათეულობით ხანძრის მეხანძრეებს ხანძრიდან ხანძარზე უხდებოდათ გასვლა.
მახსოვს ერთ-ერთი მოქალაქე აღელვებული ხმით ითხოვდა დახმარებას. ადგილზე ერთი მანქანაც არ იდგა. მე მაინც ვანუგეშებდი ახლავე წამოვა მანქანა. მანამდე ეცადეთ იქნება თქვენი ძალებით ჩააქროთ მეთქი. მე ხანძარზე გასულ ქვეგანაყოფს ვატყობინებდი გამოძახების მისამართებს, ცოტა ხანში იგივე ქალბატონი მირეკავს, - მანქანას ნუ გამოუშვებთ, ცეცხლი ჩვენ თვითონ ჩავაქრეთ - თქვენ კი დიდი მადლობა ყურადღებისათვისო, მითხრა მან.
ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, უცებ ყვირილ-ყიჟნით სახანძრო დეპოსთან მსუბუქი ავტომანქნით, ახალგაზრდები მოგვადგა. რათქმა უნდა ცოტა არ იყოს შემეშინდა.ერთადერთი მამაკაცი ვიყავი, ყველგან შემთხვევის ადგილზე იყვნენ გასული. ამათ რა ვუთხრა, რითი დავამშვიდო; - შეხედეთ აქ ერთი მანქანაც არ დგას, ყველა გამოძახებაზეა. იქვე მის მისამართზე უკვე მივიდნენ, შეგიძლიათ დამშვიდეთ მეთქი. დამშვიდების რა გითხრათ მაგრამ ბუზღუნ-ბუზღუნით მაინც გაუდგნენ გზას უკანვე. საბედნიეროდ იქ მეხანძრეებიც მისულან და ხანძარიც რამდენიმე წუთში ჩაუქრიათ.
ცოტა ხანში იგივე მოქალაქეები დამიკავშირდნენ და მადლობის ნიშნად მითხრეს, რომ როცა სახანძროში ერთი მანაქანაც არ იდგა, არ გვეგონა თუ რაიმე გადაგვარჩენდა, საბედნიეროდ, თქვენმა ოპერატიულობამ გადაგვარჩინაო.
აი, ასეთ გამოცდილ და თავდადებულ ადამიანებზე დგას ფოთის სახანძრო დაცვა.
ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.24-25
ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0