ჩინებული მეხანძრე (ხვიჩა წულაია)
ლევთერ ჭოჭუა

როცა განყოფილების უფროსმა ამური მაისაიამ გადაწყვიტა, ხვიჩა წულაია, როგორც ჩამოყალიბებული პიროვნება წარმოგვეჩინა. სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ გოჩა მურღულიამ, ერთხმად დაადასტურეს ხვიჩას სამაგალითო თვისებები.
ხვიჩა მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს მთელ პირად შემადგენლობას შორის, მისი გამოჩენა სამსახურში ყველას უხარია. უხარიათ და ეამაყებათ, რომ მათ გვერდით არის საიმედო, თავდადებული და უღალატო ადამიანი.
მართლაცდა ჩინებული მეხანძრეა ხვიჩა წულაია რომელსაც ძლიერ უყვარს თავისი პროფესია და თავისი კოლექტივი - თავისი გარემოცვა. ამიტომაც დააწინაურეს იგი ჯერ ათეულის მეთაურად, ხოლო სულ ახლახან კი, ოცეულის მეთაურის მოადგილედ დანიშნეს. პასუხისმგებლობა მოემატა, მაგრამ როცა მას აწინაურებდნენ, იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ ხვიჩა წულაია უთუოდ გაამართლებს ამ ნდობას.
ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ მას, მეხანძრის ხიფათითა და მღელვარე დღებით აღსავსე ცხოვრების გზაზე.
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0