ფოთის სახანძროს ქრონიკები
7-08-2015, 10:32. бѓђбѓ•бѓўбѓќбѓ бѓ: amuri 1921 წელს ფოთის რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით დაარსდა ცეცხლმქრობი რაზმი, რომელსაც საფუძვლად დაედო არსებული ცხენის ტრამვაი (კონკა). რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ინსტრუქციის თანახმად ქალაქის საბჭომ შეიმუშავა წესები „ცეცხლმქრობი რაზმის ჩამოყალიბების შესახებ“.
1921 წელს მოხალისეთა რაზმი შეიქმნა ფოთის ნავსადგურში.
1924 წელს ფოთის ნავსადგურში არსებული მოხალისეთა რაზმი, გარდაიქმნა პროფესიონალურ სახანძრო რაზმად. რომლის შემადგენლობა იყო 18 კაცი. ამ დროისათვის რაზმი აღჭურვილი იყო ოთხთვალა საცხენო ეტლზე მდგარი ორი ხელის ტუმბოთი.
1924 წელს „მასობრივი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკა საქართველოში პირველად გატარდა ფოთში“.
1926 წელს ქალაქის სახანძრო დაცვის ბრძოლის უნარიანობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა „ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოება “ 32 მოხალისის შემადგენლობით.
1927 წელს ნავთსადგურმა მიიღო „ფიატი“ მარკის ავტომანქანა.
1927 წელს რკინიგზის სადგურზე ჩამოყალიბდა პირველი სახანძრო რაზმი.
1929 წლიდან 1931 წლამდე გატარებული რეორგანიზაციის შედეგად ფოთის სახანძრო რაზმი განმტკიცდა და გაძლიერდა როგორც ტექნიკურად ასევე ორგანიზაციულადაც.
1933 წელს ფოთში მიიღეს „ამო“-ს მარკის ავტომანქნები.
1934 წელს ქალაქ ფოთში გაიხსნა 9 თვიანი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკური კურსები.
1942 წელს ქალაქის სახანძრო დაცვას გამოეყო მეორე სახანძრო რაზმი, რომელიც გადაყვანილ იქნა ნაბადის უბანში.
1943 წლის იანვრიდან ფოთში შეიქმნა მესამე სახანძრო რაზმი, რომელიც კუნძულის უბანს უწევდა მომსახურებას. .
გადიდება