Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ფოთის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური მატერიალური ბაზის განახლებას საჭიროებს
> პრესა > ფოთის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური მატერიალური ბაზის განახლებას საჭიროებს

ფოთის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური მატერიალური ბაზის განახლებას საჭიროებს


7-08-2015, 10:55. ავტორი: amuri სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური ის უწყებაა, რომელიც სასიცოცხლო დანიშნულებისაა და ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის თვითმმართველობისგან განუხრელ ყურადღებას საჭიროებს.
ფოთელ მეხანძრეებს პროფესიული ვალის შესრულების საქმეში საყვედურს ვერავინ ეტყვის, მაგრამ არის ცალკეული გარემოებები, რომლებიც მუშაობაში სერიოზულ წინააღმდეგობებს უქმნის. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქალაქში სულ 27 ხანძრის შემთხვევაა დაფიქსირებული, სამაშველო სამსახურს კი აღნიშნულ პერიოდში 21 გასვლა დაფიქსირდა. ფოთის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს მატერიალური ბაზის განახლება.
ამჟამად სამსახურს გააჩნია „სკანიას“ მარკის 4 ტონიანი სპეცმანქანა 1977 წელს გამოშვებული, 1980 წელს გამოშვებული „ურალის“ მარკის 4 ტონიანი სახანძრო მანქანა, „ვოლვოს“ მარკის სამაშველო სპეცმანქანა, 30 მეტრიანი კიბით, ელექტრომოწყობილებებით და დამხმარე კომპონენტებით. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა მურღულიას თქმით, ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 53 კაციანი რაზმი 24 საათის განმავლობაში, ცვლილების მიხედვით, სრულ მზადყოფნაშია, რათა ჩვენი მოქალაქეები ცეცხლის სტიქიისა და სხვა ექსტრემალური შემთხვევებისაგან დაიცვან. ქალაქში ფუნქციონირებს ნაბადის საუბნო განყოფილებაც, რაც შეეხება ისეთ მჭიდრო დასახლებულ რაიონს, როგორიც არის მალთაყვა, წინა წლებისგან განსხვავებით, აქ ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება აღარ მოქმედებს, რაც მეხანძრეებსა და მაშველებს, შემთხვევის ადგილებზე ოპერატიულად გასასვლელად პრობლემებს უქმნის. საჭიროა პროფესიული კადრების მომზადებისა და შევსებაზე ზრუნვა, რადგან სახანძრო დაცვა და სამაშველო საქმე ყოველთვის აქტუალურია და ტექნოლოგიურ კომპეტენციებს მოითხოვს.
„აუცილებლად გვესაჭიროება ახალი ხანძარსაწინააღმდეგო სპეცმანქანა, „კამაზის“ მარკის ამგვარი მანქანა, რომ შევიძინოთ, მინიმუმ 250 000 ლარია საჭირო, ჩვენი წლიური ბიუჯეტი 600 000 ლარს შეადგენს, რაშიც ხელფასები და კომუნალური გადასახადებიც შედის, ამ სახსრებით კი ახალი ტექნიკის შეძენა შეუძლებელია. თვალსაჩინოებისათვის შემიძლია ზუგდიდის მაგალითის მოყვანა. მართალია, ზუგდიდში რეგიონული სამსახურია და მუნიციპალიტეტიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ფოთზე დიდია, მაგრამ, მატერიალურ სახსრებსა და ბაზაში დიდი განსხვავებაა. ზუგდიდს 22 ხანძარსაწინააღმდეგო სპეცმანქანა აქვს, მათი სიმძლავრე 10 ტონაა და წამში 60 ლიტრ წყალს აფრქვევს, დაფინანსება 2 მილიონი ლარია და კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან. ჩვენს სამსახურს კი, როდესაც ცეცხლის ლოკალიზებაში სირთულენი ექმნება, პორტის სახანძრო სამსახურის მანქანები ეხმარება. თვითმმართველობა დაფინანსების საკითხებს, მართალია, დროულად გვიგვარებს, მაგრამ, როგორც ავღნიშნე, ფინანსური სახსრების რაოდენობა არასაკმარისია, რის გამოც მატერიალური ბაზის განახლება პრობლემურია და რაშიც ქალაქის თვითმმართველობის დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს“-თქვა „ნიკოლაძის გზით“-თან საუბარში გოჩა მურღულიამ.
ავტორი: გიორგი ჩალათაშვილი
2014-02-26

წყარო: გაზეთი "ნიკოლაძის გზით"

გადიდება