ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოქცევა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოქცევა

ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოქცევა

ვასილი ბარამიძე

ქ.ფოთში მოქალაქე დ.გუნიას სახლში ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოქცევის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც პირველად მორიგეობიდან თავისუფალმა მეხანძრემ მიხეილ სტეფანიამ შენიშნა. ცეცხლი ემუქრებოდა სახლს, რომელშიაც დიასახლისი იყო დარჩენილი. მ.სტეფანია არ დაიბნა; ის ცეცხლით მოდებულ ოთახში შევარდა, მოძებნა დიასახლისი და გულწასული გამოიყვანა სახლიდან. ამის შემდეგ სტეფანია შეუდგა ხანძრის ქრობას. სახანძრო რაზმის მოსვლამდე მან შესძლო დაზარალებულის მეზობელთან ერთად მოეხდინა ხანძრის ლოკალიზაცია.

წიგნი „ცეცხლთან ბრძოლა“ თბილისი 1973 წელი გვ.186
1534
    

კომენტარები -
0

რეკლამა