სახანძრო პროფილაქტიკა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

სახანძრო პროფილაქტიკა



ფოთის სახანძრო დაცვის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ ოცდაათიან - ორმოციან წლებში ხანძრების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, ზოგჯერ კი სტაბილური იყო. ხანძრები ძირითადად საცხოვრებელ სექტორებში ჩნდებოდა, ხოლო ამის მიზეზი იყო ნავთზე მომუშავე ხელსაწყოებისა და ელექტროგამთბობი მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს ელემენტრული წესებისა და ნორმების დარღვევა.
ხანძრის მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ტარდებოდა ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სააგიტაციო მასობრივი ღონისძიებები. მაგრამ მათი შედეგიანობა ვერ პასუხობდა მაღალ მოთხოვნებს.
სახანძრო პროფილაქტიკა აღმავლობის გზაზე დადგა ორმოცდაათიან - სამოციან წლებში, როცა ქალაქის სახანძრო დაცვის ხელმძღვანებლობდნენ რ. ქორქია და შ.სალუქვაძე. განსაკუთრებით კი სამოციან წლებში შ.სალუქვაძის ხელმძღვანელობის პერიოდში ამაღლდა სახანძრო პროფილაქტიკური და სააგიტაციო მასობრივი მუშაობის დონე, უფრო გეგმაზომიერდად და ხარისხიანად ტარდებოდა ობიექტების სახანძრო ტექნიკური გამოკვლევები. ორგანიზებული ხასიათი მიეცა სააგიტაციო - მასობრივ მუშაობას საწარმოო-დაწესებუკლებებში მუშა-მოსამსახურეებთან. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ კადრების დაკომპლექტება წარმოებდა უფრო მომზადებული კადრებით; ყოველწლიურად ტარდებოდა ორი-სამი მუშაკის მივლინება თბილისის სახანძრო სკოლაში, სადაც გადიოდნენ სპეცმომზადებას.
ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონი დაკომპლექტდა ისეთი მეთაურებით, რომლებსაც შეეძლოთ წარმატებით შეესრულებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს ყველა სახის სადირექტივო მითითება და ბრძანებები.
სახანძრო-პროფილაქტიკური და მასობრივი ახსნა-განმარტებითი ღონისძიებები ტარდებოდა ნებაყოფლობით სახანძრო საზოგადოებასთან ერთობლივად. ამ მიზნით დგებოდა კვარტალური გეგმიდან გამომდინარე ყოველთვიური სამუშაო გეგმები. რომელშიც გათვალისწინებული იყო ლექცია-საუბრებისა და ათსათიანი სახანძრო ტექმინიმუმის ჩატარება მოსახლეობაში, საწარმო-დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეებს შორის სახანძრო უშიშროების საკითხებზე.მოკლე სტატიების გამოქვეუნება ადგილობრივ სალაქაქო გაზეთ „ახალ კოლხეთში“, ხანძარსაწინააღმდეგო თემებზე შექმნილი მოკლემეტრაჟანი კინოფილმებისა და დიაფილმების დემონსტრირება; საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალთან და ნებაყოფლობით სახანძრო ფორმირებებთან თათბირ-სემინარების ჩატარება; საქალაქოდა საობიექტო თემატური საღამოების მოწყობა და სხვ.
განსაკუთრებით მარალ დონეზე ეწყბოდა სახანძრო უსაფრთხოების ერთვიური. ამ მხრივ ღირსახსოვარია 1972 1973 წლები. ამ წლებსი ჩატარებული ერთვიურის პერიოდში ადგილი არ ჰქონია ხანძრის არც ერთ შემთხცვევას, ხოლო მომდევნო წლებშიც საგრძნობლად იქნა შემცირებული ხანძრიანობა.
წლითიწლობით უმჯობესდებოდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობა, რასაც საფუძვლად უდევს, პარტიისა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებები, ამ ფუნქციებს ქალაქ ფოთში ანხორციელებს შს განყოფილების სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ქვეგანყოფილება, რომლის უფროსად დღეს მუშაობს რ.ალასანია.
ფოთის სახანძრო დაცვის მუშაკების მიერ შექმნილი სცენარის მიხედვით 1980 წელს შეიქმნა ხანძარსაწინააღმდეგო ხასიათის კინოჟურნალი „დაუდევრობა“, რომელიც მოწონებული იქნა რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს მიერ.
სახანძრო პროფილაქტიკა ერთ-ერთი ძირითადი დარგია სახანძრო დაცვის სისტემაში, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტორების პრაქტიკულად განხორციელებას. ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონში, რომლის შემოქმედებითი ისტორია აღსავსეა ნათელი და საინტერესო ფურცლებით, კვლავაც განამტკიცებს და გააღრმავებს მოპოვებულს სახელმწიფო დოვლათის ა და კერძო საკუთრების ხანძრისაგან დაცვის საქმეში.

ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.9-11
1911
    

კომენტარები -
0

რეკლამა