ფოთელ მეხანძრეთა წარმატებები » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ფოთელ მეხანძრეთა წარმატებები

ფოთელ მეხანძრეთა წარმატებები

ლევთერ ჭოჭუა

ფოთელ მეხანძრეთა წარმატებებისაქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მატიანეში ფოთელმა მეხანძრეებმა წარუშლელი ფურცელი ჩაწერეს. ფოთელ მეხანძრეთა მთელი თაობები იღვწვოდნენ ჩვენი ქვეყნის სახანძრო სამსახურის დიდებისათვის და ხშირ შემთხვევაში საწადელსაც აღწევდნენ. გავიხსენოთ ფოთელ მეხანძრე-სპორტსმენთა წარმატებები, რომლებიც საკავშირო არენაზე ტოლს არ უდებდნენ მრავალმილიონიანი ქვეყნის შვილებს, უფრო მეტიც, სად იყო პოლონელის, ჩეხის, გერმანელის (არაფერს ვიზახით უზბეკეთ-ყაზახეთსა და სხვებზე) გასამარჯვებელი, როდესაც მსოფლიო სტადიონების სარბენ ბილიკებზე ფინიშისაკენ გრიგალივით გივი ბუკია მიჰქროდა.
უნდა ითქვას, რომ სახანძრო-გამოყენებით სპორტში საქართველოს ნაკრების ბირთვს სწორედ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ფოთელი მეხანძრეები წარმოადგენდნენ. გივი ბუკიასთან ერთად გავიხსენოთ: ბ.ბჟალავა, ვ.ფოჩხუა, ნ.გურგენაძე, ჯ.სოსელია, ვ.ნოვიკოვი, პ.ჭანტურია, თ.კიზირია და ი.პატარაია, სწორედ მათ მოუპოვეს ავტორიტეტი ქართულ-სახანძრო - გამოყენებით სპორტს.
ფოთელ მეხანძრეებს ყოველთვის ეამაყებოდათ და ეამაყებათ თავის უფროსი მეგობრების, კოლეგების, წარმატებები, რომლებმაც ხანძრის სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს გმირობისა და თავდადების არაერთი მაგალითი. სახელდობრ: სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მედლით - „ხანაძარზე მამაცობისათვის“ დაჯილდოვებულია 18 ფოთელი (ნ.გურგენაძე, ს.გურგენაძე, ბ. ბჟალავა, ჯ.წუწუნავა, ლ.ჭოჭუა, ვ. ჩიჟიკოვი, ჯ.სოსელია და სხვა); წითელი ვარსკლავის ორდენით დაჯილდოვდა შ. სალუქვაძე, საპატიო ნიშნის ორდენით გივი ბუკია; ხაზგასასმელია, რომ სამსახურისა და საბრძოლო მომზადების დარგში „პროფესიაში საუკეთესო“-ს წოდება ზედიზედ სამჯერ მიენიჭა ლევთერ ჭოჭუას, ერთხელ ნოდარ გურგენაძეს, ყოფილი საბჭოთა კავშირის მაშტაბით სამსახურისა და საბრძოლო მომზადების დარგში გამართულ დათავალიერებაში სწორედ ფოთელმა მეხანძრეებმა მოიპოვეს აბსოლიტური გამარჯვება და დაისაკუთრეს სპეციალური ალამი და ფულადი ჯილდო. წარმატებებით და ურთულესი სადაგი დღეებით არის გაჯერებული ფოთელი მეხანძრეების მიერ განვლილი უმძიმესი, დიდებისაკენ მიმავალი საპატიო გზა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თითქმის ორსაუკუნოვან მატიანეში.

გაზეთი „ხაზზეა01“ №1 იანვარი 2001 წელი გვ.2
1943
    

კომენტარები -
0

რეკლამა