ფოთში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზება სახანძრო ბრიგადებმა დროულად მოახერხეს » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ფოთში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზება სახანძრო ბრიგადებმა დროულად მოახერხეს

ფოთში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზება სახანძრო ბრიგადებმა დროულად მოახერხეს

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზება, სახანძრო ბრიგადებმა დროულად მოახერხეს. ხანძარი ორსართულიანი კერძო სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, თენგიზ ხაზალიას თქმით, არსებობდა ცეცხლის სხვა საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროებაც. ხანძრის ლიკვიდაციაზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.
"შეტყობინების შემოსვლისთანავე მოვედით შემთხვევის ადგილზე, სადაც შეინიშნებოდა ძლიერი კვამლი. ამიტომაც გარნიზონში არსებული ყველა სახანძრო ბრიგადა გამოვიძახეთ დასახმარებლად, ნავსადგურის სახანძრო სამსახურის ჩათვლით. ხანძარი ძალიან დიდ ფართზე იყო გავრცელებული, თუმცა მისი ლოკალიზება დროულად მოხერხდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა თენგიზ ხაზალიამ.
თუმცა, კოსტავას ქუჩის მცხოვრებლების თქმით, შეტყობინების ცენტრალიზებული სისტემის გამო, სახანძრო ბრიგადებმა შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანეს.
"დავრეკეთ თბილისში, რადგან შეტყობინება ცენტრალიზებულია. თბილისმა ზუგდიდს გადასცა ინფორმაცია, ზუგდიდმა-ფოთს, ამასობაში დიდი დრო დაიკარგა. ვის მოუვიდა ამ სისტემის შექმნა თავში აზრად?! ფოთში სახლი იწვოდეს და თბილისში გიწევდეს დარეკვა, სასაცილო არ არის, სატირალი რომ არ იყოს?!",-განაცხადეს ხანძრით დაზარალებული ოჯახის მეზობლებმა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოები უკვე მუშაობენ.

19:53 23-10-2013
1562
    

კომენტარები -
0

რეკლამა