თენგიზ ხაზალია- საქმეს საქმით უნდა შველა და არა წუწუნით » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » თენგიზ ხაზალია- საქმეს საქმით უნდა შველა და არა წუწუნით

თენგიზ ხაზალია- საქმეს საქმით უნდა შველა და არა წუწუნით

თ.ხ.:-ფოთის მნიშვნელობა და დანიშნულება ყველასთვის ცნობილია. სწორედ ამიტომ 1996 წელს ქალაქ ფოთის ნავსადგურში შეიქმნა გასამხედროებული ე.წ. უწყებრივი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, რომელიც შეიარაღებულია სამი სახანძრო ავტომანქანით და მთლიანად იმყოფება ნავსადგურის ბალანსზე. უნდა ითქვას, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ობიექტი სათანადოდ ეკიდება სახანძრო სამსახურის მოვლა-პატრონობის საქმეს. პირველ რიგში ვგულისხმობ ხელფასების პრობლემას, მეხანძრეების უნიფორმით უზრუნველყოფას და სხვა. სახანძრო სამსახურისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. გარდა ამისა, გარნიზონის შემადგენლობაში შედიან: ფოთის გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმი და მუნიციპალური ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმი.
ამ ეტაპზე ქალაქ ფოთთ შვიდი სახანძრო მანქანა ემსახურება. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მოვიხმოთ მანქანები შპს „ ბარვილიდან“ და აეროპორტიდან. შარშან, სწორედ მათი დახმარებით ჩავაქრეთ ხანძარი, რომელიც გაჩნდა ფოთის შუაგულში მდებარე მაღლივ საცხოვრებელ კორპუსში.
რაც შეეხება ხელფასებით პირადი შემადგენლობის უზრუნველყოფის საკითხს, ეს საერთო პრობლემაა და არა მხოლოდ ფოთის. ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდება მაშინ, როდესაც საერთოდ გამოსწორდება ქვეყანაში მდგომარეობა. საკუთრივ ფოთელი მეხანძრეების პრობლემების გადაწყვეტის კონტექსტში ხაზს გავუსვამდი ფოთის მერიისა და საკრებულოს მუდმივ მზრუნველობას ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისადმი ქალაქის მესვეურები უშუალო, მუდმივ კონტაქტში არიან ჩვენს პირად შემადგენლობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად ვერ მოვაგვარებდით მარაგ ნაწილების, საწვავის და რაც ყველაზე მთავარია პირადი შემადგენლობის საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნების საკითხებს. ქალაქ ფოთის მერი აკაკი დარჯანია და საკრებულოს ხელმძღვანელი მოგელი ტყებუჩავა, თანმხლებ პასუხისმგებელ პირებთან ერთად ხშირად ხვდებიან მეხანძრეებს, უშუალოდ ჩვენგან იღებენ ინფორმაციას აქტუალურ, საპრობლემო საკითხებზე. ასეთი დამოკიდებულება მებრძოლებში იწვევს სამსახურის დაფასებას, მიმდინარე რთულ ვითარებაში პროფესიული ღირსების შენარჩუნებასა და იმედის გაღვივებას.
„ხ.-01“-პრობლემები?
თ.ხ:-საქმეს საქმით უნდა შველა და არა წუწუნით- ასეთია სამეგრელოს მხარის მეხანძრეების აზრი. პირადად ჩვენ მომავალში ყურადღების კონცენტრაციას მოვახდენთ კავშირგაბმულობის საშუალებების პრობლემების მოგვარებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეგვექმნა. ნაწილებში, როგორც გითხარით ორ-ორი მანქანა გვყავს მზადყოფნაში მიუხედავად ამისა, კავშირგაბმულობის საერთო მოქმედების კოორდინაციას ვერ ვახერხებთ სრულფასოვნად. რასაც საერთ ჯამში ეწირება ქვედანაყოფების ოპორატიულობა. ხანძარზე კი ყოველი წამი ძვირფასია. ჩვენ მიმდინარე წელს განსაკუთრებულად ვიზრუნებთ კავშირგაბმულობის საშუალებების აღდგენისათვის,(ესე იგი აღვადგენთ ყველაფერს რისი აღდგენაც ფიზიკურადაც შესაძლებელია) და შეძენისათვის. საწვავით მომარაგებას ასე თუ ისე ვახერხებთ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბენზინის უქონლობის გამო მანქანას რაიმე პრობლემა შექმნოდა. ვერ გავსულიყავით ხანძარზე. ტექნიკა მოგვიძველდა და განსაკუთრებულ მზრუნველობას ითხოვს, მარაგ ნაწილების დეფიციტიც გვაწუხებს, ყოველივე ამას ვუმკლავდებით ძალების მაქსიმალურად მობილიზების ხარჯზე. პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები ჩვენივე შესაძლებლობებით ვამზადებთ, ვჩარხავთ, ვშოულობთ საჭირო დეტალებს. უნიფორმის საკითხიც არ არის სათანადოდ მოგვარებული. ცნობილია, რომ შარშანწინ სუფსის ტერმინალის დასაცავად ინგლისიდან გამოგზავნილი ექვსი მანქანიდან ერთი ჩვენ გვერგო წილად. მანქანას თან მოჰყვა საბრძოლო ტანსაცმლის კომპლექტიც, ეს იყო და ეს, სხვა სიახლე უნიფორმასთან დაკავშირებით არ გვქონია და რასაკვირველია პრობლემა პრობლემად დარჩა, ისევე როგორც ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, რომელიც მოითხოვს განახლებას ისევე როგორც ფოთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის არსენალში არსებული 15-16 წლის სახანძრო მანქანები, რომლებიც ჩამოწერას ექვემდებარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ფოთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობა ვრჩებით სახანძრო უსაფრთხოების დაცვის გარანტად. მოგახსენებთ, რომ რაიმე პრეტენზია მოსახლეობის, ან ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან ხანძრის ქრობის გამო არ ყოფილა. პირიქით, მოსახლეობიდან მიღებული სამადლობელი წერილები ნათლად მოწმობს ფოთელი მეხანძრეების ამოუწურავ პოტენციალზე. მინდა გითხრათ, რომ ფოთის ხანძარსაწინააღმდებო რაზმი არის ახალგაზრდული კოლექტივი, რომლის საშუალო ასაკი შეადგენს 30 წელს. წლის დასაწყისში უხელფასობის გამო ცოტა კადრების დენადობაც გვაწუხებდა, მაგრამ ამჟამად ამ მხრივ სტაბილური მდგომარეობა გვაქვს, ვაკანსია თითქმის არ არის. აქვე ავღნიშნავდი იმ თანამშრომლებს, რომლებიც სანაქებოდ იღწვიან სახანძრო ვახტზე. ესენი არიან: ფოთის ნავსადგურის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმის უფროსი ბორის მაკალათია; ინსპექტორი დავით მებონია; მეხანძრეები: ავთანდილ ჩხიტუნიძე; გოჩა გურგენაძე; ქალაქის სახანძროდან გამოვყოფდი ამური შუბლაძეს, ზურაბ ქოქოსაძეს, თამაზ ბარამიას. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მუნიციპალური სამსახურის უფროსი ლევთერ ჭოჭუა, რომელსაც გამობრძმედილი მეხანძრისა და ქალაქ ფოთის ხანძარსაწინააღდეგო სამსახურის მემატიანის საპატიო სახელით იცნობენ ჩვენი გაზეთის მკითხველები.
მე, როგორც გარნიზონის ხელმძღვანელმა მინდა მადლობა გამოვუცხადო ჩვენს მებრძოლებს, ყველას, უკლებლივ მათ თავდაცვისა და სამაგალითო გარჯისთვის.

გაზეთი „ხაზზეა 01 “ №1 იანვარი 2001 წელი გვ.2
1749
    

კომენტარები -
0

რეკლამა