ფოთში ხანძარმა საკაბელო ტელევიზია და სტამბა დააზიანა
ფოთში ხანძარმა მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული საკაბელო ტელევიზია და სტამბა დააზიანა. tspress.ge-ის ინფორმაციით, ხანძარი იატაკის ქვეშ გამავალ ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ტელევიზიის ხელმძღვანელის ვახტანგ ხაინდრავას თქმით, მიყენებული ზიანი მათი მასშტაბებისთვის საკმაოდ დიდია, რადგან დამწვარია აპარატურის ნაწილი და მაუწყებლობა ამ დრომდე გათიშული აქვთ.
მერიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თამარ შონიას განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება მერიისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლების ერთობლივი ძალით მოკლე დროში მოხერხდა და შენობაში განთავსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეუფერხებლად მუშაობენ.

ჩვენ ასევე გირჩევთ
07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18
კომენტარები -0