ნუკრი მაისაია - 50 » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ნუკრი მაისაია - 50

ნუკრი მაისაია - 50 ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაბადების 50-წლის იუბილეს ულოცავენ ღვაწლმოსილ მეგობარსა და კოლეგას ნუკრი მაისაიას, დიახ, ის 50 წლის გამხდარა, - გამხდარაო ვამბობთ იმიტომ, რომ მას არც კი ეტყობა, ნახევვარსაუკუნოვანი წლოვანება მით, უმეტეს, რომ მას არ დაკლებია დიდი და რთული ხანძრებთან ბრძოლა.
სახანძრო დაცვის სისტემაში მუშაობის 28 წლის განმავლობაში, ვინ მოსთვლის, რამდენი ბობოქარი ხანძრის სტიქია დაუმარცხებია. რამდენი ოჯახისათვის შეუნარჩუნებია წლების მანძილზე შექმნილი ქონება, რამდენი კვამლი ჩაუყლაპავს და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც კი შებრძოლებია სტიქიას, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ბევრად მოქალაქეთა მადლობაც დაუმსახურებია. - მეამაყება და სიხარულს მანიჭებს როცა ხანძარს წარმატებითაც ვაქრობთ და მოქალაქეები მადლობას გვიხდიან და გვილოცავენ. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, ამბობს ნუკრი მაისაია, და განაგრძობს: - არ იყო იავარდებით მოფენილი, ჩემი ცხოვრების გზები. ბევრი ეკლიანი სავალი, ვიწრო ბილიკებიც შემხვედრია, მაგრამ ერთხელაც არ დამიკვნესია, სიცოცხლეს შევხაროდი, მომავლის იმედი არ დამიკარგავს. ბევრი წარმატება მქონია და ამასობაში, როგორც იტყვიან ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, ნახევარი კიდევ გასასვლელია, - ამბობს ნუკრი და კმაყოფილების ნიშნად ეღიმება.
ულევი და უძლეველი
ენერგიის პარტონო!
- მართლაც ხომ არ დაიღალეთ?
- გვითხარ, ნუკრი ბატონო!
არა, არა, რა დროს დაღლაა. წინ ჯერ კიდევ საინტერესო გზებია გასასვლელი. ნათქვამია, - კარგად აღებული სტარტი, კარგი ფინიშის საწინდარიაო.
ღმერთმაც ხელი მოგიმართოთ ნუკრი!

რესურსები ინტერნეტში

დალი თორდინავა - „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“
ლევთერ ჭოჭუა - ნუკრი მაისაია
გაზეთი „საქართველოს მეხანძრე"- აუცილებელია გამბედაობა და რისკი
youtube - ნუკრი მაისაია
1852
    

კომენტარები -
0

რეკლამა