ხვიჩა წულაია - 50 » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ხვიჩა წულაია - 50

ხვიჩა წულაია - 50 ხვიჩა წულაიას თვითონაც არ სჯერა, რომ 50 წლის გამხდარა. ის იმდენად ახალგაზრდული აღნაგობისა და შემართებისაა. არც ერთ საქმეში არავის ჩამოუვარდება. უფრო მეტიც, თავისი ოსტატობით მისაბაძია თავისი თანამებრძოლებისათვის.
ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ულოცავენ ხვიჩა წულაიას საიუბილეო 50 წლისთავს და უსურვებენ ასეთი ენერგითა და ენთუზიაზმით, ეღვაწოს და ეხელმძღვანელოს, როგორც სამსახური ასევე საკუთარი ოჯახი.
ფიზიკურად ჯანმრთელი, მორალურად მტკიცე და ყოფაცხოვრებაში თავმდაბალი. - აი ასეთად იცნობენ ხვიჩას თანამშრომლები და ახლო მეგობრები.
ამ საიუბილეო დღეებში მან მრავალად მიიღო მილოცვები. ყველას უყვარს, ყველა პატივს სცემს.
მას არ ჩვევია ბევრი ლაპარაკი, ყოველთვის უყოყმანოდ და ყოველგვარი ხმაურის გარეშე ასრულებს თავის მოვალეობას. მას არც საკუთარ თვზე უყვარს საუბარი ხოლო როცა ქებას იმსახურებს და აქებენ მორცხვობს კიდევაც. მიუხედავად ამისა ამ საიუბილეო დღეებში მრავალად ისმის მის მიმართ გულთბილი სიტყვები. აი მაგალითად რას ამბობს ქვედანაყოფის უფროსი ზური შეროზია: „ხვიჩა ყოველთვის უშეცდომოდ ირჩევს ხანძარზე საბრძოლო პოზიციას, და საიმედო ფარივით აღუდგება ხოლმე ხანძრის სტიქიას“, ასეთ ადამიანებზე იტყვიან: ცეცხლზე ძლიერიაო. იმრავლოს ასეთმა ადამიანებმა.
სადაც ხანძარი ბობოქრობს
იქ ხომ ცეცხლისა ალია,
ვინ შეუტევს, ვინ ჩააქრობს,
ალბათ ხვიჩა წულაია.
1590
    

კომენტარები -
0

რეკლამა