ბორის მაკალათია » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ბორის მაკალათია

ამური მაისაია


ბორის მაკალათია 2015 წლის 26 თებერვალს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა "ქ. ფოთის სახანძრო დაცვის" ღვაწლმოსილ და წარჩინებულ მუშაკს ბორის მაკალათიას,
ბორის მაკალათია მეხანძრის პროფესიის სიყვარულმა სკოლის დამთავრებისთანავე მიიყვანა ფოთის პროფესიონალურ სახანძრო რაზმში სამუშაოდ.
შემდეგ წარმატებით დაამთავრა ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებელი და განაწილებით სრულიად ახალგაზრდა დაინიშნა ფოთის დამოუკიდებელი გასამხედროებულ სახანძრო რაზმში ინსპექტორის თანამდებობაზე. მან მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან მიიპყრო უფროსთა ყურადღება. იყო დისციპლინის მოყვარული, შრომისმოყვარე და ახალგაზრდა ლეიტენანტს ყოველთვის მოხდენილად ეცვა და უხდებოდა კიდევაც ფორმის ტანსაცმელი. მასზე მიმაგრებულ ობიექტებზე ხარისხიანად ატარებდა სახანძრო ტექნიკურ გამოკვლევებს, თავის ვადებში ატარებდა საკონტროლო შემოწმებას.
ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ - აგიტმასიური მუშაობის მაღალ დონეზე დაყენებისათვის მას ერთად ერთს 1989 წელს მიენიჭა „პროფესიაში საუკეთესოს“ წოდება.
ბორის მაკალათიამ სამსახურის პარალერულად დაამთავრა ი.ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მეხანძრის პროფესიას უთავსებდა პედაგოდიურ სამსახურსაც, ხუთი წლის განმავლობაში ასწავლიდა სამოქალაქო თავდაცვის საგანს მე-6 -ე საშუალო სკოლაში.
1996 წელს, ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ჩამოყალიბდა გასამხედროებული სახანძრო სამსახურის რაზმი, ხელმძღანელობის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად უკვე მაიორის წოდებით დაინიშნა რაზმის უფროსის თანამდებობაზე.
აქაც ჩვეული ენერგიით შეუდგა მუშაობას თუმცა ნავსადგურის სახმელეთო ობიექტებთან ერთად, მას მოუხდა საზღვაო სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიულ - ტაქტიკური დახასიათების შესწავლა. იყო არაერთი სერიოზული ხანძრები, რომლის ქრობაში მოუწია მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებით გამოსაყოფია 1996 წლის სექტემბრის თვეში მომხდარი ხანძარი ტანკერ „სკოპელოს“-ზე, რომელიც ნავთობტერმინალის ნავმისადგომთან ეყენა. ქალაქის სახანძრო სამსახურებთან ერთად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზაცია ლიკვიდაცია. გადაურჩა აფაეთქებას ტანკერი და გადარჩა მთლიანად ნავსადგური. სახანძრო სამსახურის მთელი კოლექტივი იმდროინდელმა ნავსადგურის ხელმძღვანელმა ვალერი გეგიძემ ფულადი თანხით დაასაჩუქრა და დიდი კმაყოფილება გამოთქვა ნავსადგურში სახანძრო სამსახურის შექმნისათვის.
ამჟამად, პოლიციის თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ბორის მაკალათია აგრძელებს ნავსადგურში მუშაობას, დღეს ის ნავსადგურის უსაფრთხოების დეპარტამენტის ცვლის სუპერვაიზერის და პარალელურად კურირებს სახანძრო სამსახურსაც, რომელისაც 33 წელია პირნათლად ემსახურება.
განვლილი წლების ღვაწლი არ დარჩენილა უყურადღებოდ, და პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულ იქნა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, შს მინისტრის მიერ დაჯილდოვდა სამივე ხარისხის მედლით „უმწიკლო სამსახურისათვის“ და ასევე ვერცხლის სამკერდე ნიშნით „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ერთგულებისათვის“
წლები მიდიან, ბორისი კი ისევ და ისევ იგივე შემართებით, იგივე ენთუზიაზმით უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
აფერუმ, შენს შემართებას ბორის!

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.29
1556
    

კომენტარები -
0

რეკლამა