ტარიელ სიჭინავა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ტარიელ სიჭინავა

ამური მაისაია

ტარიელ სიჭინავა 2015 წლის 4 თებერვალს ქალაქ ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზების ქვეგანყოფილების უფროსს ტარიელ სიჭინავას დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.
25 წელიწადზე მეტია რაც ტარიელ სიჭინავა ფოთის სახანძრო დაცვის სისტემაში მუშაობს.
ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებლის წარმატებით დამთავრებისათანავე ფოთის დამოუკიდებელ გასამხედროებულ სახანძრო ნაწილში დაინიშნა სახანძრო პროფილაქტიკის დარგში ინსპექტორის თანამდებობაზე. როგორც წესი მასზე განპიროვნებული იქნა სამომსახურეო ობიექტები, სადაც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გაეტარებინა მთელ რიგ ღონისძიებები. ტარიელ სიჭინავამ თავისი მდიდარი თეორიული გამოცდილება ადვილად მოარგო პრაქტიკულ საქმიანობას. ობიექტებზე გამოვლენილ სახანძრო ნორმებისა და წესების დარღვევაზე ხელმძღვანელებს უსახავდა კონკრეტულ ღონისძიებებს.
ტარიელ სიჭინავას პრინციპულობამ განაპირობა ის გარემოება, რომ მის სამომსახურეო ობიექტებზე წინა წლებთან შედარებით ერთიორად შემცირდა ხანძრიანობა. ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებდა ხანძრის გამოკვლევას და ზუსტად ავლენდა ხანძრის გამომწვევ მიზეზს. ის თავისი პროფესიის ერთგული დარჩა დღემდე. ამიტომაც აფასებენ მას, ამიტომაც უყვართ და პატივსცემენ სამსახურსა და საზოგადოებაში.
წინ ჯერ კიდევ ბევრი ღონისძიებებია გასატრებელი ქალაქის სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ტარიელ სიჭინავაც თავის მდიდარ გამოცდილებას ამ დარგს მოახმარს და მისი ცხოვრების ისტორიაში ბევრი სასახელო ფურცლები ჩაიწერება.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.31
1263
    

კომენტარები -
0

რეკლამა