ლევთერ ჭოჭუა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ლევთერ ჭოჭუა

ამური მაისაია

ლევთერ ჭოჭუა ლევთერ ჭოჭუას 2015 წლის 25 დეკემბერს საიუბილეო თარიღი დაბადებიდან 75 წელი უსრულდება.
ლევთერ ჭოჭუა 1964 წელს თბილისის სახანძრო სასწავლებლის დამთავრებისთანავე დაინიშნა ფოთის სახანძრო დაცვაში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 1966 წელს დაწინაურებული იქნა სახანძრო დაცვის უფროსის მოადგილედ პროფილაქტიკის დარგში. 1973 წელს დაინიშნა სახანძრო დაცვის უფროსის თანამდებობაზე. მის დაქვემბარებაში იყო ნაბადის, ნინოშვილისა და ცენტრის უბნების სახანძრო ნაწილები., სულ 200 საშტატო ერთეულით, 1984 წელს ერთი ნაწილი გასამხედროვდა და ახლა მის დაქვემდებარებაში იყო ორი ნაწილი 80 საშტატო ერთეულით.
ამრიგად ლევთერ ჭოჭუა პროფესიული სახანძრო დაცვის რაზმის უფროსად 1973 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა. 2005-2006 წლებში კი როცა გასამხედროებული ნაწილი გაუქმდა, შეიქმნა ერთიანი მუნიციპალური სახანძრო რაზმი, მუშაობდა უფროსის მოადგილედ. პენსიაზე გასვლამდე სულ 42- წელი იმსახურა ამ სისტემაში.
ლევთერ დაჯილდოებულია მედლებით: ხანძარზე მამაცობისა და შრომითი მამაცობისათვის. მიღებული აქვს პროფესიაში საუკეთესოს წოდება, ასევე ხანძრისქრობის ხელმძღანელის 2-ე კლასის კვალიფიკაცია. ხანძრსაწინააღმდეგო თემაზე საკუთარი სცენარით გადაღებული აქვს კინოფილმი „დაუდევრობა“ შეტანილია შსს საპატიო წიგნში. იყო შსს რესპუბლიკური გაზეთი „მებრძოლი გუშაგის კორესპოდენტი. გამოქვეყნებული აქვს უამრავი სტატიები სახანძრო თემებზე. გამოცემული აქვს ფოთის სახანძრო დაცვის ისტორიაზე წიგნი. მრავალჯერაა დაჯილდოებული ფულადი პრემიებითა და ფასიანი საჩუქრებით . ამჟამად დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება. თუმცა სახანძრო სამსახურთან კონტაქტი არ გაუწყვეტია.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.33
1174
    

კომენტარები -
0

რეკლამა