მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებსახანძრო დაცვა ჩემი მუშაობის დაწყების დღისათვის შესდგებოდა: ორი სახანძრო ავტომანქნისაგან, რომელსაც ემსახურებოდა 4-მძღოლი და 12 მეხანძრე. რაზმის შენობა არ აკმაყოფილებდა ყოველდღიურ მზარდ მოთხოვნას. ამასთანავე იზრდებოდა სახანძრო შეიარაღების ტექნიკური დონე. აუცილებელ და გარდაუვალ საკითხად, გახდა სახანძრო რაზმის ტექნიკა-შეიარაღების და პირადი შემადგენლობისათვის სათანადო სამუშაო პირობების გაუმჯობესება და კადრების მომზადების საკითხი. აღნიშნულმა მდგომარეობამ გამოიწვია საკითხის დასმა ადგილობრივი ხელმძღვანელობის წინაშე პროფესიონალური სახანძრო რაზმის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საშტატო ერთეულის გადიდების აუცილებლობის შესახებ. ჩემს მიერ მოთხოვნილი იქნა 53 საშტატო ერთეული, იმ გაანგარიშებით რომ უზრუნველყო რაზმის ნორმალური მუშაობა. ამრიგად გათვალისწინებული იქნა მოტივირებული მოთხოვნა და რაზმის საშტატო ერთეული დამტკიცდა 48 -კაცის რაოდენობით. ამ დროისათვის შეიცვალა სახანძრო ტექნიკა მიღებული იქნა ახალი ტიპის სპეციალური სახანძრო ავტომანქნები. მწვავედ დადგა საკითხი ახალი შენობის აგების შესახებ. აღნიშნული ღონისძიებებისათვის რაზმის შესაძლებლობიდან მიღებული იქნა ჩემს მიერ გადაწყვეტილება ,რათა შინა სახსრების მობილიზაციის ხარჯზე დამეწყო ახალი შენობის მშენებლობა. ამ მიზნით საშტატო ერთეულში მებრძოლის თანამდებობაზე ავიყვანე ინჟინერი ვლადიმერ კეშელავა. ამხ. კეშელავამ აღნიშნული სამუშაო შეასრულა 7 - თვეში და ასე ჩაეყარა საფუძველი 1936 წელს ქალაქის სახანძრო რაზმის შენობას, რომელიც დამთავრებული იქნა 1938 წელს. რაზმის შენობის აგებაში აქტიურ და მატერიალურ დახმარებას გვიწევდა ფოთის ნავსადგურის უფროსი, აღმასკომის თავმჯდომარე და სხვები. აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ რაზმის თანამშრომლებიც, აგრეთვე ქალაქის აქტივობა. თანდათან იზრდებოდა საშტატო ერთეული კვალიფიცირებული კადრებით და 1938 წლისათვის შეადგენდა 83 კაცს. ტექნიკის განვითარებამ და კადრების განმტკიცებამ, მოგვცა ის შესაძლებლობა რომ წარმატებით ვაქრობდით წარმოშობილი საშიშ ხანძრებს რთულ და ქარიან პირობებში. ასე მაგალითად: მაიაკში მომხდარი ხანძარი ტყავის ქარხანაში, საშიშროებას უქადდა მთლიანად ქარხნის განადგურებას და მის მახლობლად მდებარე შენობა-ნაგებობებს. მიღებული ზომებისა და მამაცური მუშაობის შედეგად ხანძარი ლიკვიდირებული იქნა სულ მცირე ზარალით. საშიში და რთული პირობებში უზრუნველყოფილი იქნა ხანძრები მომხდარი ქალაქის რადიო სადგურში, კომუნალური მეურნეობის შენობაში, ნავსადგურის ბაზაში, რკინიგზის კვანძში, ინდივიდუალურ მოსახლეობაში გვაძაბიას, ბოკუჩავას და სხვების საცხოვრებელ ბინებში. ხანძარზე მამაცური მუშაობითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ მებრძოლები: კუპრეიშვილი, ჭანტურია, მაჭავარიანი, თუნთია, თელია, წურწუმია, დოლბაია, კვარაცხელია, ბერაია, ღაღანიძე, ენგელევსკი, ყამარაული და სხვები. ჩემი ფოთში მუშაობის პერიოდი განისაზღვრება 1933 წლის 1-იანვრიდან 1938 წლის ბოლომდის.


ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.49-50
1777
    

კომენტარები -
0

რეკლამა