მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

რაჟდენ ჯინჭარაძე

მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებსახანძრო საქმეს ფოთში საფუძველი 1921 წლიდან ჩაეყარა. მოხალისეთა სახანძრო რაზმის შეიარაღება ამ დროისათვის ასეთი იყო: ორი ცალი ხელის ტუმბო, რომელიც მოწყობილი იყო რკინის ოთხთვლიან სვლაზე და გააჩნდა ორი თულუხი ისიც რკინის ორ თვლიან სვლაზე. მოხალისეებად შერჩეულნი იყვნენ მეტ წილად კონკის მუშა მოსამსახურეები. ხანძრის შემთხვევაში განგაშის დროს უმალვ უნდა გამოცხადებულიყვნენ ხანძრის ადგილზე. იყო შემთხვევები როდესაც მოხალისეთა რაზმეულები ქალაქ გარეთ გადიოდნენ ხანძარზე მაგ: ქ.ქუთაისში გაჩენილი ხანძარი რომელიც 3-დღე მძვი- ნვარებდა, ფოთის მოხალისეთა რაზმი ღებულობდა მონაწილეობას და აგრეთვე მეც. 1928 წელს მიღებული იქნა ერთადერთი მანქანა საზღვარგარეთული მარკისა, აგრეთვე ავტოცისტერნა „პაკარტის“ სახელწოდებით. ჯერ კიდევ 1926 წელს დაწინაურებული ვიქენი უფროს მოხალისე მეხანძრედ. ჩემთან ერთად მოხალისედ მუშაობდნენ ემდეგი ამხანაგები: კ.გუნია, ბ.შელია, შ.რატიანი, გ.ჭანტურია, კ.,პაჭკორია და სხვები. 1929 წელს სახანძრო რაზმის უფროსიის იონა ჩიქოვანის რეკომენდაციით და აღმასკომის გადაწყვეტილებით, გადაყვანილი ვიქენი უფროსის მოადგილედ. 1930 წელს პროფკავშირის ხაზით გაგზავნილი ვიქენი ქ.თბილისში პროფკავშირების 3-თვიან კურსებზე. ჩემი კურსზე ყოფნის დროს, მონაწილეობა მივიღე თბილისის კონიაკის ქარხანაში გაჩენილ ხანძარზე. ქრობაში აქტიური მონაწილეობისათვის რესპუბლიკის სახანძრო სამმართველომ მადლობა გამომიცხადა ბრძანებით და ბრძანების ამონაწერი გაგზავნილ იქნა რესპუბლიკის სახანძრო რაზმებში. 1931 წლიდან ამხანაგ იონა ჩიქოვანი გადაყვანილ იქნა ზუგდიდის სახანძრო რაზმის უფროსად ფოთის სახანძრო სამმართველოს მიერ დანიშნული ვიქენი სახანძრო რაზმის უფროსად. 1932 წელს მიღებული იქნა მანქანა „პედ-2“ ამავე წელს ფოთის სახანძრო სამმართველოში გაერთიანდა, ფოთის ნავსადგურისა და რკინიგზის სახანძრო რაზმები. რომელნიც წინად დამო- უკიდებლად მუშაობდნენ. ჩემი მუშაობა სახანძრო რაზმში განისაზღვრება 1921 წლიდან 1933 წლამდე. შემდეგ ო ჯახური პირობების გამო გადაყვანილი ვიქენი სხვა რაიონში სამუშაოდ. ამჟამად ვმუშაობ სახანძრო დაცვის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოებაში.

ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.71-72
1745
    

კომენტარები -
0

რეკლამა