მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

ვასილი ერემაშვილი

მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ1927 წელს თებერვლის თვიდან დავიწყე მუშაობა ქალაქის მოხალისეთა სახანძრო რაზმში. ამ დროისათვის აპარატის შემადგენლობა განისაზღვრებოდა 36 პროფესიონალური თანამშრომლებით. ტექნიკურ შეიარაღებას შეადგენდა ერთი 6 ცხენიანი თულუხი, ავტომანქანა, ხელის სამუშაო ტუმბო, კიბეები სახელურები და სხვა. მე ვმუშაობდი უფროს მენაჯახედ. სამორიგეო დეპო იყო (ახლანდელ ფეხსაცმლის ატელიე). ყოფილი კონკის კანტორაში. საგუშაგო იყო ქალაქის ცენტრში ე.წ. ბაშნიაში. ხოლო მეხანძრეებს მორიგეობა 24 საათიანი უხდებოდათ, ორი საათი უხდებოდათ მორიგეობა სამეთვალყურეო კოშკზე. 1929 წელს ფოთის სახანძროს შეემატა „პამკრატის“ და „ფიატის’ ტიპის ავტომანქანა. რაზმს თავგანწირული ბრძოლით უხდებოდათ ხანძრის ქრობა. მეც აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი ხანძრის ქრობაში. როგორც ფოთის ტერიტორიაზე ისევე სხვა რაიონებშიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ მეხანძრეები ამხ. თუნთია კოტე, ჯავახია საშა, ბოკუჩავა ვარლამი, კვარაცხელია ხუტა, გუნია კოტე, გუნია იონა და სხვები. იმ დროინდელი სახანძრო შეიარაღება არ იყო საკმარისი, ამისათვის ადგილობრივმა ორგანოებმა დააყენეს საკითხი. სამმართველოს წინაშე, რათა გაძლიერებულიყო პროფესიონალური სახანძრო რაზმი და ტექნიკა. 1933 წელს სამმართველომ სახანძრო რაზმს გადასცა ერთი ავტომანქანა თავისი ტექნიკური შეიარაღებით, სახანძრო რაზმის შტატი გაიზარდა 70-კაცის შემადგენლობით. ამ პერიოდში სახანძრო რაზმის უფროსი იყო კ.მეძმარიაშვილი რომელიც ხელმძღვანელობდა 1938 წლამდე. 1934 წელს ფოთის სახანძრო დაცვის სამმართველომ გახსნა სამთვიანი სახანძრო ტექნიკური კურსები, კურსების დამთვარების შემდეგ ყველა მებრძოლს და მეთაურს მიენიჭა თავისი უნარის მიხედვით მოვალეობანი. მეთაურთა და მებრძოლთა ერთსულოვანი მუშაობით ახალი ტექნიკური შეიარაღებით მის სამოქმედო რაიონში საგრძლობლად შემცირდა ხანძრიანობა. ამ დროისათვის სახანძრო რაზმში მუაშობდნენ ამხანაგები: ვახტანგაძე საშა, ე. პაჭკორია, იონა გუნია, ალიოშა აფხაიძე, რ.ჯინჭარაძე, დ.გუგუშვილი, იასონი ჯიქია და სხვები. სახანძრო დაცვის უფროსებად 1927 წლიდან 1954 წლამდე მუშაობდნენ შემდეგი ამხანაგები: მ.ჩაჩავა, ი. ჩიქოვანი, რ.ჯინჭარაძე, კ.მეძმარიაშვილი, ვ.კუჭავა, ს.ქელბაქიძე, ა.წურწუმია. 1959 წელს 1მაისს ჩამოვშორდი ჩემს საყვარელ დარგს. ამჟამად ვარ პენსიონერი. ასეთია ჩემი, სახანძრო დაცვაში მუშაობის მოგონებანი.
1826
    

კომენტარები -
0

რეკლამა