მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

მოგონებანი ქ.ფოთის სახანძრო რაზმში მუშაობის შესახებ

მიხეილ ჯავახია

1927 წლის თებერვლის თვეში მე ჩემი განცხადების თანახმად მიღებული ვიქენი საქმის მწარმოებელ მოანგარიშედ სახანძრო დაცვის სისტემაში. იმ პერიოდში სახანძრო დაცვის უფროსად მუშაობდა მ.ჩაჩავა. რაზმის ხანძრის საწინააღმდეგო ტექნიკა განისაზღვრებოდა 36 პროფესიონალური თანამშრომლებით, ერთი ავტომანქანა, ხ. ცხენიანი თულუხით, 1ცალი ხელის ნასოსი. რაზმის ანგარანი (კანტორა) მოთავსებული იყო ქალაქის ცენტრში ეგრე წოდებული ბაშნიაში, ხოლო მორიგე ყარაული ამჟამად (ფეხსაცმელების ატელიეში მახარაძის ქუჩაზე) ხდებოდა 24 საათანი მორიგეობა ცვლაში შემავალ მეხანძრეებს 2 საათი უხდებოდათ სამეთვალყურეო კოშკზე მორიგეობა. აღნიშნულ კოშკზე მოთავსებული იყო საათი და ზარი რომლის მეშვეობით მორიგის მიერ ხდებოდა დროის ჩვენება, ზარის დარეკვა, ხანძრის გაჩენის ნიშანი იყო და ხდებოდა მორიგეების გამოძახება. 1929 წელს ქალაქის საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი გაძლიერებულიყო ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა რადგანაც ხანძრის გაჩენის ხშირი შემთხვევების გამო ვერ ახერხებდა არსებული რაზმი, გაჩენილი ხანძრების ჩაქრობას. ქალაქის საბჭომ გამოიტანა დადგენილება, შექმნილიყო მოხალისეთა რაზმი და მასში ჩაბმულიყო ყველა იმ დროინდელი სასულე ორკესტრის შემადგენლობა 32 კაცის რაოდენობით. ამავ დროს საბჭოს მიერ დაისვა საკითხი ზემდგომი ორგანოების წინაშე გამოეყოთ ახლად შექმნილ მოხალისეთა რაზმისათვის ავტომანქანა და კიდეც მიღებული იქნა 1929 წლის ოქტომბრის თვეში. მოხალისეთა რაზმის უფროსობა ძირითად სამუშაოდან მოუწყვეტლივ დაევალა ქალაქის საბჭოს ფინგანის საბიუჯეტო ინსპექტორის ამხ.კოტე გუნიას. მე როგორც სახანძრო დაცვის თანამშრომელს შემიყვარდა ხსენებული დარგი, აქტიურ მონაწილეობას ვრებულობდი როგორც პრაქტიკულ სასწავლო ვარჯიშები, ისევე ხანძრის ჩაქრობის დროსაც; არ ყოფილა შემთხვევა აქტიური მონაწილეობა არ მიმეღოს გაჩენილი ხანძრების ჩაქრობაში მაგალითად: ქალაქის სასტუმროში, მაცივარში გაჩენილ ხანძრებზე ჩემთან ერთად იყვნენ პროფესიონალური მეხანძრეები ამხ. გ.პანაიოტი, რ.ჯინჭარაძე, ვ.ერემაშვილი, დ.გუგუშვილი, მ. ჩიკვაიშვილი და სხვები. სახანძროდან ჩემი სხვა სამუშაოზე გადაყვანის შემდეგ ე.ი. 1931 წლიდან 1936 წლამდე ვიმყოფებოდი ამავე მოხალისეთა რაზმში უფროს მემილედ, რის შემდეგ მე მომიწია წითელ არმიის რიგებში სავალდებულო წასვლამ და მის შემდეგ ჩამოვშორდი ამ ჩემს საყვარელ დარგს. ასეთია ჩემი მოგონებანი სახანძრო დაცვაში მუშაობის პერიოდი.
1254
    

კომენტარები -
0

რეკლამა