Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  კარგად აღებული სტარტი
> ლევთერის ბლოგი > კარგად აღებული სტარტი

კარგად აღებული სტარტი


8-09-2015, 14:46. ავტორი: amuri ხარკოვის სახანძრო - ტექნიკური სასწავლებლის წარმატებით დამთავრების დღიდან ემსახურება სახანძრო პროფილაქტიკის საქმეს ფოთის დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო ნაწილის ინსპექტორი, შ/ს ლეიტენატი ბ.მაკალთია. მან თავიდანვე გამოავლინა არჩეული პროფესისადმი უსაზღვრო სიყვარული.
საქმისადმი ობიექტური მიდგომა, პრიციპულობა. საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა, აი, რა არის მისი დამახასიათებელი თვისებები. აკი ამიტომაცაა, რომ მას ხშირად უწევს მონაწილეობა მეზობელ რაიონებსა და ქალაქებში რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს მიერ ორგანიზებულ კომპლექსურ შემოწმებაში.
ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ - აგიტმასიური ღონისძიებების ხარისხიანად გატარების შედეგად, მის სამომსახურეო ობიექტზე სანიმუშო მდგომარეობაა. სახანძრო უსაფრთხოებისათვის ზრუნავენ არა მარტო ხელმძღვანელები, არამედ ნებაყოფლობითი სახანძრო ფორმირებები და მთელი მუშა-მოსამსახურეები, ეს ადვილად მისაღწევი როდია და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გასულ წლის მონაცემებით. ბ.მაკალათიას ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონში ერთადერთს მიენიჭა „პროფესიაში საუკეთესოს“ წოდება.
ბ.მაკალათია აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. თავისი შემოქმედებითი საქმიანობით ქალაქში მოწინავეთა რიგებშია.
ახალგაზრდა სპეციალისტი სულ ოცდასამი წლისაა, როგორც ჩანს, მისი პირველი წარმატებები მხოლოდ სტარტია, კარგად აღებული სტარტი კი კარგი ფინიშის საწინდარია.

1989წ.

წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.19

გადიდება