Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  როცა ქვეგანაყოფი ბრძოლისუნარიანია
> ლევთერის ბლოგი > როცა ქვეგანაყოფი ბრძოლისუნარიანია

როცა ქვეგანაყოფი ბრძოლისუნარიანია


20-08-2015, 19:55. ავტორი: amuri ეს იყო 1988 წლის ნოემბერში სახანძრო დაცვის ცენტრალურ სადისპეჩერო პუნქტში ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა. მეელსმენემ რ. კალმახელიძემ მეოთხე საშუალო სკოლაში ხანძრის შესახებ ცნობის მიღებისთანავე ჩართო საგანგაშო სიგნალიზაცია. დისპეჩერმა მ.ქორქიამ თანახმად ხანძარზე გასვლის განრიგისა, შემთხვევის ადგილზე გააგზავნა 4-სახანძრო ავტომანქანა. მორიგე ქვეგანაყოფები - დამოუკიდებელი გასამხედროებელი სახანძრო ნაწილის უფროსის მოადგილის, შ/ს უფ. ლეიტენანტის თ.ხაზალიას მეთაურობით მყისვე გაემართნენ ხანძრის ადგილისაკენ. როგორც კი გამოჩნდა სკოლის შენობის სახურავზე ხანძარი ბობოქრობდა, თენგიზ ხაზალიამ მისვლისთანავე შეაფასა რა ხანძრის ვითარება, საჭიროდ ცნო ავტომექანიკური კიბის გამოძახება. სწრაფად ჩატარდა საბრძოლო გაშლა. სახურავზე 300კვ. მეტრ ფართობზე იწვოდა ბითუმი, მასზე გადაკრული რუბეროიდით. ძლიერი ქარის მეშვეობით ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა. არასწორი მოქმედებით მოსალოდნელი იყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს დაეკარგა ცეცხლგამძლეობის ზღვარი და სტიქიას სავალალო შედეგი გამოეწვია, მაგრამ ძალებისა და საშუალებების სწორად განაწილებით ხანძარი მალევე იქნა ლოკალიზებული.
ხანძრის ადგილზე გამოცხადდა გსნ-ს უფროსი შს კაპიტანი ტ.ხოშტარია, რომელმაც თავისთავზე აიღო რა, ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობა, ხანძრის კერაზე დამატებით შეუშვა მაღალჯერადი ქაფის ერთი ლულა. ხანძარი ლიკვიდირებული იქნა იმ ფარგლებში რა ვითარებაშიაც მიუსწრეს მას. ხანძრის ქრობაში მამაცური მოქმედებებით გამოირჩეოდნენ ყარაულის უფ. მოვალეობის შემსრულებელი ტ.ქარჩავა, ათმეთაური ვ. ნოზაძე, მეხანძრეები: გ.ჭაჭია, ვ.კაპანაძე, ა. ბურჯანაძე, ლ. რუსიძე, ი.იაკუშა, ა. ლიტვინოვი და სხვა.
ასეა ყოველთვის, როცა სახანძრო ქვედანაყოფი ბრძოლისუნარიანია, სტიქია უკან იხევს. თუმცა ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფის იმედით ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შენელება დანაშაულია.
ობიექტების ხელმძღვანელები, თითოეული მოქალაქე სისტემატურად უნდა იცავდეს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებსა და წესებს. ხანძარი დიდია თუ უმნიშვნელო, თავის კვალს მაინც ტოვებს, ზოგჯერ იგი უდიდეს ზიანს გვაყენებს და ადამიანის მსხვერპლითაც კი მთავრდება.
რაც შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკას, უთუოდ უნდა აღორძინდეს. ამ მხრივ წინა მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება დღევანდელ მთავრობას მოუწევს. რაც მთავარია მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი კანონი და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი თავის მხრივ შეიმუშავებს სათანადო ბრძანებებს, დებულებებს და სხვა დოკუმენტაციებს, რაც საწინდარი იქნება როგორც იტყვიან სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის რეაბილიტაციის. სხვა მხრივ შეუძლებელი იქნება ხანძრიანობის შემცირება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც გინდ მომზადებული ქვეგანაყოფები გვყავდეს, თუ ხანძრებმა იმატა სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.
გადიდება