Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  კეთილშობილი ადამიანები
> ლევთერის ბლოგი > კეთილშობილი ადამიანები

კეთილშობილი ადამიანები


20-08-2015, 19:50. ავტორი: amuri ადამიანის კეთილშობილური თვისებების ჩამოყალიბება ძირითადად ოჯახში ხდება. ზოგჯერ იტყვიან ხოლმე მავანზე და მავანზე: ის ბუნებითაა კეთილშობილად დაბადებულიო, მე არ ვიცი ვინ რა ბუნებით გაჩნდა, განგებამ ვის რა ბედი არგუნა, ის კი ვიცი ჩვენს გვერდით ბევრნი არიან, რომლებიც მხოლოდ კეთილი, მეგობრული და პატრიოტული თვისებებით არიან აღჭურვილნი ყველგან, ყოველ ნაბიჯებზე სიკეთეს თესავენ.
სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს მკითხველებს მინდა კონკრეტულად მოვუთხრო ბუთხუზ(ალიკა) რეკვავას კეთილშობილურ თვისებებზე. ბუთხუზი ფოთში დაიბადა, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ რუსეთში ეზიარა სახანძრო საქმეს, იქ დაამთავრა სახანძრო ტექნიკური სასწავლებელი. მისი ნიჭიერება და კაცთმოყვარეობა ადრიდანვე შენიშნეს შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელებმა და ამიტომ რეკომენდაცია გაუწიეს სწავლა განეგრძო მოსკოვის სახანძრო აკადემიაში. ამასთან ერთად იგი რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოში პასუხსაგებ თანამდებობაზე დანიშნეს. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის მთავარი ლაპარაკია არა დიპლომზე და თანანმდებობაზე არამედ ადამიანის კეთილშობილურ თვისებებზე, განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანისადმი ხელის გაწვდენაზე. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით სხვისი გადარჩენის უნარზე.
... ეს მოხდა 1990 წლის ივნისში. ფოთის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების სამსართულიან შენობაში ხანძარი ბობოქრობდა, შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდა განყოფილების უფროსის მოადგილე პოლიტნაწილში, მილიციის უფროსი ლეინტენანტი გია ბენდელიანი. შენობიდან გამოსასვლელი ყველა გზა ხანძარს გა-დაეკეტა. ცეცხლი ოთახიდან ოთახში გადადიოდა იყო ძლიერი და-კვამლიანება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ გია ბენდელიანს ბოლო ოთახში შეუფარებია თავი, აქ ცეცხლი ჯერაც არ შესულიყო, მაგრამ მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი კვამლისაგან სუნთქვა ჭირდა, გაავებული ცეცხლი კი უფრო და უფრო ვრცელდებოდა. ადამიანის სიცოცხლეს აშკარა საფრთხე დაემუქრა. მეტალის გი-სოსებიანი ფანჯრის ჭრილიდან გია ბენდელიანმა ხელი გამოყო, ყვი-რილით შველას ითხოვდა. მაგრამ ვინ გამოიჩენდა გამბედაობასა და მამაცობას, ვინ ჩააგდებდა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში? და-ყოვნებაც არ შეიძლებოდა, წუთები წყვეტდა ყველაფერს.
მეხანძრეები საბრძოლო უბნებში იყვნენ თავიანთ პოზიციებზე. თუმცა მალევე აღიმართა გასაშლელი კიბე მეორე სართულზე. თბილისიდან მოკლევადიანი შვებულებით ფოთში ჩამოსულმა კაპიტანმა ბუთხუზ რეკვავამ სწრაფად მოირგო საბრძოლო ტან-საცმელი და აღჭურვილობა, გასაშლელი კიბით სწრაფად გაემართა ადამიანის გადასარჩენად. მას მიყვა ადგილობრივი მეხანძრე, კა-პიტანი რ. წულაიაც. ორიოდე წუთი და გია ბენდელიანი ძირს იყო. მას უკვე საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა თავს გადახდილი ხი-ფათის გამო თავბრუ ეხვეოდა, ჯერაც რიგიანად არ იყო გონზე მოსული, ბუთხუზ რეკვავაში ყოფილი თანაკლასელი შეიცნო. ორთავე გადაეხვია ერთმანეთს, ორთავე აღფრთოვანებამ შეიპყრო, აღელვე-ბულებმა სათქმელი სიტყვები ვერ იპოვეს, მხოლოდ სიხარულის ცრემლებით გამოხატავდნენ განცდებს. ორთავეს სიხარულის გრძ-ნობა დაუფლებოდა.
სიამაყითა და სიხარულით აღვსილმა გია ბენდელიანმა უთხრა დიდი ხნის უნახავ მეგობარს“ ჩემო ბუთხუზ, ჩემს გადასარჩენად ჩამოსულხარ ფოთშიო.
სხვანაირად მოქცევა არც შემეძლო, ჩემო გია, მართალია, ქვევიდან ვერ გიცანი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, მთავარი იყო ადამიანი გადამერჩინა, უპასუხა ბუთხუზიმ და განაგრძეს მეგობრული საუბარი.
ბუთხუზი, რომელიც მოკლევადიანი შვებულებით იყო ჩამოსული ფოთში, მალევე გაემგზავრა თბილისში, აქ კი დაუვიწყარი, კეთილ-შობილური საქმე დატოვა.
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები.
გადიდება