Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ჯემალი მაისაია
> ლევთერის ბლოგი > ჯემალი მაისაია

ჯემალი მაისაია


20-08-2015, 19:42. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა


ჯემალი მაისაია ჯემალ მაისაია იყო უმაღლესი განათლებით, დამთავრებული ჰქონდა შსს სპეცსასწავლებელი, წლების განმავლობაში მუშაობდა შს ფოთის განყოფილებაში სამძებრო ქვეგანყოფილებაში უფროსი ოპერრწმუნებულად.
საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისათვის მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მრავალჯერ იყო დაჯილდოებული როგორც შს სამინისტროს ასევე ადგილობრივი პარტიული და საბჭოთა ორგანოების მიერ.
ბოლო ათეული წლები მუშაობდა ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. ამ პერიოდში მკვეთრად გაუმჯობესდა ხანძარსაწინააღმდეგო სააგიტაციო სამუშაოები. მაღალ დონეზე ტარდებოდა ლექციები საწარმო - დაწესებულებებში მუშა - მოსამსახურეებთან. ეწყობოდა სახანძრო თემატური საღამოები. პირადად მისი ინციატივით ტარდებოდა 10 -საათიანი ტექმინიმუმი საზოგადოების ფართო ფენებში. ეწყობოდა მოხალისეთა სახანძრო რაზმეულების საქალაქო შეჯიბრებები.
პარალელურად იყო საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბჭოს თავმჯდომარე.
ჯემალ მაისაია ზედმიწევნით ფლობდა საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას, არასდროს მოსწყინდებოდა საქართველოს ისტორიაზე საუბარი.
ამიტომაც ხშირად იკრიბებოდნენ მასთან ნაცნობ - მეგობრები და თავისუფალ დროს ისტორიაზე სჯა-ბაასით ატარებდნენ.
პიროვნება იყო უაღრესად კულტურული, ერუდირებული და სიკეთით აღსავსე, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებში სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით.
სამწუხაროდ წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა სახანძრო დაცვის სისტემაში და არამარტო აქ, არამედ მთელი ქალაქის საზოგადოებაში. საქმე ისაა, რომ იგი არამარტო საქმით და ღირსებით იყო ცნობილი, არამედ იგი გამოირჩეოდა სიკოხტავით, აკურატულობითა და თავაზიანობით, იყო დინჯად მოსიარულე და ნაღდი ქართველური აღნაგობის.
აი, ასეთი ადამიანები ემსახურებოდა ფოთის სახანძრო დაცვას.
გადიდება