Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  გივი ბუკია
> ლევთერის ბლოგი > გივი ბუკია

გივი ბუკია


20-08-2015, 19:39. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა


გივი ბუკია გივი ბუკია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი - სახანძრო გამოყენებით სპორტში. უმაღლესი განათლებით.
1963 წელს ფოთის სახანძრო დაცვაში რიგით მეხანძრედ იქნა მიღებული. ეს ის წლებია, როცა ქვეყნად ფეხს იდგამდა სახანძრო გამოყენებითი სპორტი. გივი ბუკია, როგორც მძლეოსანი სათავეში ჩაუდგა სახანძრო გამოყენებით სპორტში გუნდის მომზადებას.
1965 წელს თბილისში გამართულ პირად -პირველობაზე სახანძრო გამოყენებით სპორტში გივი პირველად გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი, მანვე შეასრულა სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ნორმატივი.
ამავე წელს რესპუბლიკის ნაკრებ გუნდთან ერთად ლენინგრადს გაემგზავრა, სადაც შეჯიბრებაში მოკავშირე რესპუბლიკებთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვისა და ლენინგრადის ნაკრები გუნდები. საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ყველაზე მეტი ჩასათვლელი ქულები გუნდს მისმა კაპიტანმა გივიმ მოუტანა.
ხოლო 1968 წელს ლენინგრადში გამართულ პირველ ევროპულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე საკავშირო ნაკრების კაპიტანმა გივი ბუკიამ ორჭიდში აბსოლუტური ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
გივი დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის ორდენით. მას ბრინჯაოს ბიუსტიც კი დაუდგეს რომელიც დღესაც ამშვენებს თბილისის სახანძრო საგამოფენო დარბაზს.
გივი ბუკია ფოთელების სიამაყეა და არამარტო ფოთელების არამედ მთელი საქართველოს სიამაყეა იგი.
გადიდება