ბიჭიკო მამაცაშვილი
ბიჭიკო მამაცაშვილი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, შინაგან საქმეთა ორგანოებში პოლიციის ოფიცერმა თვალსაჩინო როლი შეასრულა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. მისთვის არ არსებობდა გადაულახავი წინაღობა, რათა მოსახლეობაში შენარჩუნებულიყო სიმშვიდე. მას, როგორც პროფესიონალ პოლიციელს მრავალჯერ მიუღია მონაწილეობა სპეცოპერაციებში და წარმატებითაც გაურთმევია თავი დასახული ამოცანის შესრულებაზე. ხოლო, როდესაც ამ სისტემის რეორგანიზაცია ჩატარდა, ბიჭიკოს სამაშველო სამსახურში მოუწია გადასვლა. ეს სამსახხურიც რამდენიმე წელში სახანძრო-სამაშველო სამსახურში გაერთიანდა და ამჯერად ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილედაა დანიშნული. მას ბედმა არგუნა ყოფილიყო ხალხის სამსახურში. ჯერ იყო და საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, შემდეგ მდინარეებსა და ზღვის ბობოქარ ტალღებს ებრძოდა, წყალწაღებულ ადამიანთა გადასარჩენად. დღეს კი ფოთის სახელოვანი სახანძრო - სამაშველო სამსახურის პროფესიონალ მეხანძრეებთან ერთად იღწვის არამარტო ადამიანის გადასარჩენად, არამედ შექმნილი დოვლათის ხანძრისაგან გადასარჩენად.

ბიჭიკო მამაცაშვილი საოცარი იუმორის მოყვარულია, მისი იუმორი სიცილისა და ხალისიანი განწყობის მომგვრელია. თუმცა მისი იუმორი ზოგჯერ ხასიათის წაგიხდენს და სანამ თვითონ არ გაიღიმებს და არ განმარტავს ნათქვამს. მანამდე ვერაფერს მიხვდები.


ასე, რომ ბიჭიკო მამაცაშვილის წინაპრები მამაცი და სახელოვანი მებრძოლები ყოფილან. ცხადია მათი შვილები და შვილთაშვილები გვარად მამაცაშვილები იქნებოდნენ, ეს ლოგიკურია და მას სხვანაირი განმარტება არ სჭირდება.
ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი
ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -0