ია » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ია


ლექსი

ბუჩქის ძირას ია ვნახე
წყლის წყურვილი ჰკლავდა,
პეპსიკოლა ვაპკურე და
საოცრებაც მოხდა.

გაღიმებით შემომხედა
და მადლობა მითხრა,
მაინც რისთვის დაიხარჯეთ?
მან ღიმილით მკითხა.

მე პასუხი ვერ გავეცი,
რაღა უნდა მეთქვა,
ვიდექ მის წინ დაბნეული
გულმა იწყო ფეთქვა.

ვნახე იქვე რა რიგ იწყო
ქანაობა ლაღად.
მე კი ვგრძნობდი,
მომფენოდა მისი სხივი ნამად.

იას ვეღარ ვშორდებოდი
მოფერება მსურდა,
გამიკვირდა როცა ვნახე
მოწყენილი - სდუმდა.

იას მინდა მოვეფერო,
უნდა გავახარო,
მოწყენილი კი არადა
მომღიმარი ვნახო.

წვიმის წვეთად გადვიქცევი
როცა მოსწყურდება,
ან კი სრულად გავშორდები,
თუმცა გული მწყდება.
1026
    

კომენტარები -
0

რეკლამა