კობა წოწონავა

კობა წოწონავას მოგონებებში ბევრია ისეთი რთული და დიდი ხანძრები, რომელთა ჩაქრობა არ ყოფილა იოლი მაგრამ კობას უკან არასდროს დაუხევია, დღითიდღე ოსტატდებოდა, ეუფლებოდა ხანძრის ქრობის ახალ-ახალ ილეთებს, გამოირჩეოდა ხანძარზე გამბედაობითა და გამჭრიახობით, საბრძოლო პოზიციებზე მისი მოქმედება აღაგზნებდა თანამებრძოლებს.
ამიტომაც დააწინაურეს იგი ოცეულის მეთაურის პოსტზე და წარმატებითაც ართმევს თავს მეტად პასუხსაგებ მოვალეობას.
კობას უხარია და დიდი კმაყოფილებით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მას ბევრი, ძალიან ბევრი მატერიალური ფასეულობა გადაურჩენია ხანძრით განადგურებისაგან. მოქალაქეთა მადლობებიც დაუმსახურებია.
ფიზიკურად ჯანმრთელი, მორალურად მტკიცე, ყოფაცხოვრებაში თავმდაბალი. აი ასე ახასიათებენ მას როგორც ზემდგომი მეთაურები, ასევე მთელი პირადი შემადგენლობა.
...და კიდევ ერთი, -კობა არის უაღრესად კეთილი ადამიანი; საიმედო - უღალატო და მხარში ამომდგომი. ამ მიმართებით ის ბუნებითა დაჯილდოებული.
აი, ასე, ასეთი ვაჟკაცური შემართებითა და კეთილი თვისებებით აღსავსე გევლოს ქვეყნად, მრავალჟამიერ ბატონო კობა.
ჩვენ ასევე გირჩევთ

07.06.20
07.06.20
07.06.20
07.03.18
07.03.18

კომენტარები -0