ტემპი მატულობს » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ტემპი მატულობს

ლევთერ ჭოჭუა


გაზეთი „მებრძოლი გუშაგი“ 1989 წლის 14 ოქტომბრის ნომერში სათაურით - „კარგად აღებული სტარტი“ იტყობინებოდა, რომ ფოთის 29-ე დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო ნაწილის ინსპექტორმა, შ/ს ლეინტენანტმა ბორის მაკალათიამ თავი გამოიჩინა როგორც შრომისმოყვარე და პრინციპულმა ახალგაზრდამ, მას შემდეგ სამმა წელიწადმა გაიარა. ბორის მაკალათია კი ისევ და ისევ ჩვეული ენერგიითა და მაღალი პროფესიონალიზმით უძღვება სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგს. შეუფერხებლად მიიწევს წინ.
მხოლოდ შემართება, არჩეული პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული და მტკიცე ნებისყოფა - აი, რა არის მისი ძირითადი დევიზი და დამახასიათებელი თვისებები. ამიტომაც არის, რომ მასზე გაპიროვნებულ ობიექტებზე ძირითადად სანიმუშო ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაა; მან კარგად იცის ნორმატიულ - ტექნიკური დარგი, ესმის საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესები და მკურნალი ექიმივით თავს დასტრიალებს იმ ობიექტებს, სადაც ხანძრის წარმოშობის მეტი საშიშროებაა.
ამ სამი წლის წინათ ბორის ლეინტენანტის წოდებით იყო, უცოლშვილო, დღეს კი მას კაპიტნის ჩინი ამშვენებს, დაოჯახდა კიდევაც. ქალიშვილის მამაა, პატარა, ტიტინა ბელაა მათი საფიცარი. ასე რომ, კარგად აღებული „სტარტი“ გრძელდება, ტემპი მატულობს. ფინიში? - მე ვისურვებდი, რომ ფინიში შორს, შორს ყოფილიყოს. მორბენალი სტარტიდან ფინიშემდეა კარგი და ლამაზი. მაყურებელი ამ დისტანციაზე შეჰყურებს და უკრავს ტაშს.
ბორის მაკალათიასაც მუდამ ასე ლამაზად და შემართებით ევლოს თავისი ცხოვრების დიდ გზაზე.

გაზეთი „საქრთველოს მეხანძრე“ 18 იანვარი 1993 წელი №1(6) გვ.6
1837
    

კომენტარები -
0

რეკლამა