კარგად აღებული სტარტი » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

კარგად აღებული სტარტი

ხარკოვის სახანძრო - ტექნიკური სასწავლებლის წარმატებით დამთავრების დღიდან ემსახურება სახანძრო პროფილაქტიკის საქმეს ფოთის დამოუკიდებელი გასამხედროებული სახანძრო ნაწილის ინსპექტორი, შ/ს ლეიტენატი ბ.მაკალთია. მან თავიდანვე გამოავლინა არჩეული პროფესისადმი უსაზღვრო სიყვარული.
საქმისადმი ობიექტური მიდგომა, პრიციპულობა. საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა, აი, რა არის მისი დამახასიათებელი თვისებები. აკი ამიტომაცაა, რომ მას ხშირად უწევს მონაწილეობა მეზობელ რაიონებსა და ქალაქებში რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს მიერ ორგანიზებულ კომპლექსურ შემოწმებაში.
ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ - აგიტმასიური ღონისძიებების ხარისხიანად გატარების შედეგად, მის სამომსახურეო ობიექტზე სანიმუშო მდგომარეობაა. სახანძრო უსაფრთხოებისათვის ზრუნავენ არა მარტო ხელმძღვანელები, არამედ ნებაყოფლობითი სახანძრო ფორმირებები და მთელი მუშა-მოსამსახურეები, ეს ადვილად მისაღწევი როდია და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გასულ წლის მონაცემებით. ბ.მაკალათიას ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონში ერთადერთს მიენიჭა „პროფესიაში საუკეთესოს“ წოდება.
ბ.მაკალათია აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. თავისი შემოქმედებითი საქმიანობით ქალაქში მოწინავეთა რიგებშია.
ახალგაზრდა სპეციალისტი სულ ოცდასამი წლისაა, როგორც ჩანს, მისი პირველი წარმატებები მხოლოდ სტარტია, კარგად აღებული სტარტი კი კარგი ფინიშის საწინდარია.

1989წ.

წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.19
1874
    

კომენტარები -
0

რეკლამა