ნოდარ გურგენაძე » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ნოდარ გურგენაძე

ლევთერ ჭოჭუა


ნოდარ გურგენაძენოდარ გურგენაძე სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკი იყო როდესაც ქალაქის სახანძრო დაცვაში რიგით მეხანძრედ ჩაირიცხა.
მან ადრე აითვისა პირველადი მომზადების პროგრამა და ადრევე გახდა თვალსაჩინო მებრძოლი. ხანძარზე სწრაფად და უშეცდომოდ მოქმედებდა, თუმცა ხშირად რისკზე მიდიოდა, მეტად სახიფათო ზონაში შეიჭრებოდა ლულით ხელში და იქიდან აქრობდა ხანძარს.
ნოდარი სახანძრო გამოყენებით სპორტშიც მონაწილეობდა, გამოდიოდა საქართველოს პირველობაზე იყო სპორტის ოსტატი.
საქართველოს პირველობაზე იყო გაზკვამლდაცვის სამსახურებს შორის პირველად გამართულ შეჯიბრებაზე თანაგუნდელებთან ერთად პირველი ადგილი დაისაკუთრა. მინიჭებული ჰქონდა პროფესიაში საუკეთესოს წოდება.
ერთერთ მსხვილ ობიექტზე გაჩენილი რთული და მნიშვნელოვანი ხანძრის ქრობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისათვის უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანებულებით ნოდარი დაჯილდოვდა მედლით ხანძარზე მამაცობისათვის.
აი ასეთი თავდადებული მეხანძრეები იცავდნენ სახელმწიფო და კერძო საკუთრების ქონებას ხანძრით განადგურებისაგან.
769
    

კომენტარები -
0

რეკლამა