Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ლიცეუმი გადარჩა
> ლევთერის ბლოგი > ლიცეუმი გადარჩა

ლიცეუმი გადარჩა


20-08-2015, 19:47. ავტორი: amuri ვინ შეამკოს ღირსეულად იმ მეხანძრეთა მხარ-მკლავები, რომლებმაც ხანძრის სტიქიას გამოსტაცეს უნიკალური ნაგებობა №1 ლიცეუმი. ეს იყო გვიან ღამით, როდესაც სახანძრო დაცვის სადისპეჩერო პუნქტში ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა, დისპეჩერმა ნესტორ გვარამიამ მიიღო შეტყობინება. უცნობი ქალი იტყობინებოდა, რომ ლიცეუმის სახურავიდან ძლიერი კვამლი გამოდისო. დისპეჩერმაც არ დააყოვნა და უმალ ჩართო საგანგაშო სიგნალი. მორიგე ქვედანაყოფი ოცმეთაურ ამური მაისაიას მეთაურობით მყისვე გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ თან ნომერ ორი ხანძარი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ობიექტზე ავტომატურად ერთდროულად უნდა გავიდნენ ქალაქში არსებული ძალებისა და საშუალებების სამოცი პროცენტი, რაც დისპეჩერმა დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყო. სახანძროს ადგილზე მისვლის მომენტში ლიცეუმის შენობის სახურავიდან გამოდიოდა ძლიერი კვამლი. ცეცხლის კერა კი არ ჩანდა. ამური მაისაიამ ათმეთაურთან ერთად ზედა სართულში ჩაატარა ხანძრის დაზვერვა გამოვლინდა, რომ ცეცხლი ეკიდა სასხვენო გადახურვის წვად კონსტრუქციებს, ცეცხლი ვრცელდებოდა ფარული გზით. სხვენის სათავსოში ადგილი ჰქონდა ძლიერ დაკვამლიანებას. არ იყო გამორთული ელექტრო დენი, რამდენიმე წუთი დასჭირდა ენერგოკომპანიის ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებას, რათა ელექტრო ქვესადგურიდან დენი გამოერთოთ. რატომღაც ელექტროსადგურის მორიგე პერსონალს უფლება არა აქვს ხანძრის შემთხვევაში ზემდგომი ხელმძღანელობის მითითების გარეშე გამორთონ დენი. ან არადა დენის ქვეშ არსებულ შენობაში ქრობა დაუშვებელია. დენის გამორთვამდე მეხანძრეება მზადყოფნაში მოიყვანეს ტექნიკა-შეიარაღება. განისაზღვრა მუშა სახელოების გაყვანის მიმართულება და როგორც კი დენი გამოირთო მეხანძრეებმა მედგრად შეუტიეს ხანძარს, ამური მაისაია პირადად დადგა საბრძოლო პოზიციაზე. განსაკუთრებით საშიშ უბანში - სხვენის სათავსოში მიმდინარეობდა ბრძოლა სტიქიასთან, სადაც კობა წოწონავამ და რევაზ მიქაძემ გამოიჩინეს თავი. ვერ ვიტყვით რომ რომელიმე მეხანძრემ თავი დაზოგა, ჩვენ ერთად გეგმაზომიერად ვმუშაობდით, მაგრამ სულ სხვა ვითარება იყო სხვენის სათავსოში, ძლიერ დაკვამლიანებაში ფარული გზით ხანძრის ქრობა, ისიც ღამის საათებში არ არის იოლი, რა დასამალია და ყველა მეხანძრეს არ შეუძლია სახიფათო ზონაში შეჭრა და მუშაობა, თუმცა ისინი სხვა სამუშაოებს ასრულენ, ხოლო ისინი ვინც გამოირჩევა სიმამაცითა და საზრიანი მოქმედებით ენიჭებათ სახანძრო საბრძოლო მომზადების პირველი, მეორე ან მესამე კლასის წოდება, თითოეულ წოდებაზე რომ ლარი უნდა გაიცეს. სამწუხაროდ ეს თანხა არ მოგვეპოვება, ერთი ან ორი მეხანძრე მამაცობისათვის ფულადი ჯილდოთი რომ წაახალისო არც ამისათვის მოგვეპოვება თანხა. შეიძლება ვინმეს დაებადოს კითხვა. ხელფასი რითვის ეძლევათ?! - პასუხი ერთია: ხანძრისქრობისათვის, მაგრამ არა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ხოლო ის ვინც სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით შეეჭიდება ხანძარს და რისკზე მიდის, მათთვის დაწესებული იყო, რისკის საფასური, რაც დღეისათვის არ არსებობს.
ან რა ვუთხრათ იმათ, ვინც გარისკა ზოგმა ხელი გაიჭრა, ზოგმა მოიტეხა, ზოგმა კვამლი ყლაპა და მაინც ხანძრით განადგურებისაგან იხსნეს ეს უზარმაზარი შენობა - ლიცეუმი. რომ არა მეხანძრეთა თავდადებული და ტაქტიკურად სწორი მოქმედება, უსათუოდ სავალალო და აუნაზღაურებელი შედეგი ექნებოდა ქალაქს.
ამიტომ ვამბობთ, რომ ფულადი წახალისების ფორმები უნდა აღსდგეს სახანძრო სამსახურში, ამის გარეშე წარმოუდგენელიც კია ხანძარზე სასურველ შედეგს მიაღწიო.

ლევთერ ჭოჭუა "ფოთის უწყებანი" 18 აგვისტო 2006 წელი.

გადიდება