ლევთერ ჭოჭუა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

ლევთერ ჭოჭუა

ავტორი ამური მაისაია[/size

ლევთერ ჭოჭუა, თბილისის სახანძრო ტექნიკური სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დაინიშნა ფოთის სახანძრო დაცვაში პროფილაკტიკის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, ორ წელიწადში უფროსის მოადგილედ, ხოლო შვიდ წელიწადში, 1973 წელს დაინიშნა ფოთის პროფესიული სახანძრო დაცვის „ოტრიადის“ უფროსად, სადაც 2005 წლამდე იმუშავა. სულ სახანძრო დაცვის სისტემაში დაჰყო 42-წელიწადი. ის გახდა საქართველოში აღიარებული სპეციალისტი. მიღწეული წარმატებებისათვის მიღებული აქვს მთავრობის მრავალი ჯილდო, მათ შორის ორი მედალი: - ხანძარზე მამაცობისათვის და შრომითი მამაცობისათვის. მინიჭებული აქვს ხ/ქრობის მეორე კლასის კვალიფიკაცია. მის მიერ მომზადებული ერთ-ერთი ქვეგანაყოფი გახდა კონკურსში გამარჯვებული ჯერ საქართვლოში, ხოლო შემდგომ საკავშირო მასშტაბით. სახანძრო რაზმი, რომელსაც ის ედგა სათავეში, აღიარებული იყო მაღალი ბრძოლისუნარიანობით, ამიტომაც იყო, რომ სასომხეთში გაჩენილი მასიური ხანძრების ქრობაში მონაწილეობისათვის მიწვეული იყო ორი ათეული - თავისი საბრძოლო ტექნიკა - შეიარაღებით. ლევთერმა ფოთელ მეხანძრეებთან ერთად გამოიჩინა თავი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის დიდი და რთული ხაძრის ქრობაში.
გაზკვამლ დაცვის სამსახურის რგოლებს შორის პირველად გამართულ რესპუბლიკურ შეჯიბრებაზე პირველი ადგილი დაიკავა მისმა წარგზავნილმა. მან პირველმა შეიმუშავა ხ/ქრობის მიზნებისათვის წყალმომარაგების „პლანშეტები“.მან პირველმა გამოსცა სახანძრო დაცვის ისტორიაზე ბუკეტი. მან პირველმა საკუთარი სცენარით გადაიღო კინოჟურნალი ხანძარსაწინააღმდეგო თემაზე. ისეთი წელი არ გავიდოდა, რომ ყოველწლიურ კონკურსებში პირველი ადგილი ან მეორე ადგილი მაინც, ხომ არ მიეღო. ის შეტანილია შსს სდს-ს საპატიო წიგნში. ლევთერი ხშირად გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთებში, იყო გაზეტ „მებრძოლი გუშაგის’ კორესპონდენტი. აქვეყნებდა სტატიებს აქტუალურ სახანძრო თემებზე. მას უყვარს ფელეტონი, იუმორი და პოეზიაც. საინტერესოა, რომ მას ჩამოყალიბებული ყავდა მომღერალთა გუნდი, რომელიც სახანძრო თემატურ საღამოებზე გამოდიოდა. ლევთერი დღესაც აქტიურად თანამშროლობს სამსახურში დაფუძნებულ ჟურნალი „ბორბონჩიას“ მომზადება - გამოცემაში.
1068
    

კომენტარები -
0

რეკლამა