კობა წოწონავა » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

კობა წოწონავა


კობა წოწონავაფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურში, წარმატებულ მეხანძრე-მაშველთა რიგებში კარგა ხანია თავისი ადგილი დამსახურებულად დაიმკვიდრა კობა წოწონავამ. ის არის ოცეულის მეთაური. ამ პოსტამდე მან გაიარა ხიფათით აღსავსე მრავალი დღე და ღამე. არაერთხელ შებრძოლებია გამძვინვარებულ სტიქიას და იქიდან მუდამ გამარჯვებული გამოსულა. მეხანძრე მაშველთა ცხოვრებაში ხდება მომენტები, როდესაც ახლად ჩარიცხულ მეხანძრეს საგამოცდო სტაჟის გასვლამდე და მის შემდეგაც ორ-სამ თვეში უარი უთქვამს და თავი დაუნებებია სამსახურზე. ეს ის მომენტებია როდესაც მეხანძრეს დღისით თუ ღამით ზედიზედ უწევს გასვლა ხანძარზე. მეხანძრეს უჭირს, უძნელდება ბობოქარ ხანძართან შერკინება და თავს ანებებს.
კობა წოწონავას მოგონებებში ბევრია ისეთი რთული და დიდი ხანძრები, რომელთა ჩაქრობა არ ყოფილა იოლი მაგრამ კობას უკან არასდროს დაუხევია, დღითიდღე ოსტატდებოდა, ეუფლებოდა ხანძრის ქრობის ახალ-ახალ ილეთებს, გამოირჩეოდა ხანძარზე გამბედაობითა და გამჭრიახობით, საბრძოლო პოზიციებზე მისი მოქმედება აღაგზნებდა თანამებრძოლებს.
ამიტომაც დააწინაურეს იგი ოცეულის მეთაურის პოსტზე და წარმატებითაც ართმევს თავს მეტად პასუხსაგებ მოვალეობას.
კობას უხარია და დიდი კმაყოფილებით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მას ბევრი, ძალიან ბევრი მატერიალური ფასეულობა გადაურჩენია ხანძრით განადგურებისაგან. მოქალაქეთა მადლობებიც დაუმსახურებია.
ფიზიკურად ჯანმრთელი, მორალურად მტკიცე, ყოფაცხოვრებაში თავმდაბალი. აი ასე ახასიათებენ მას როგორც ზემდგომი მეთაურები, ასევე მთელი პირადი შემადგენლობა.
...და კიდევ ერთი, -კობა არის უაღრესად კეთილი ადამიანი; საიმედო - უღალატო და მხარში ამომდგომი. ამ მიმართებით ის ბუნებითა დაჯილდოებული.
აი, ასე, ასეთი ვაჟკაცური შემართებითა და კეთილი თვისებებით აღსავსე გევლოს ქვეყნად, მრავალჟამიერ ბატონო კობა.
1995
    

კომენტარები -
0

რეკლამა