შფოთიანი ღამე კურიოზთან ერთად » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » შფოთიანი ღამე კურიოზთან ერთად

შფოთიანი ღამე კურიოზთან ერთად

იდგა 2009 წლის იანვრის სუსხიანი და ქარბუქიანი ღამე. პუშკინისა და ბერდიანსკის ქუჩების გადაკვეთასთან , სამ საცხოვრებელ სახლს ერთდროულად გაჩენოდა ცეცხლი. სახანძრო დაცვის მთელი ძალები და საშუალებები მყისიერად გავიდნენ შემთხვევის ადგილისაკენ. ქრობის დაწყებისთანავე ძლიერმა ქარმა ხანძრის ნაპერწკლები მოპირდაპირე სახლისკენ გადაისროლა, სადაც უმალვე იწყო გაღვივება. ცენტრის სახანძრო განყოფილების უფროსმა ამურ მაისაიამაც არ დააყოვნა, სტაცა ხელი წნევის ქვეშ არსებულ ლულას და ახლად გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად გაქანდა, სანიაღვრე არხზე გადახტომის დროს წაიბორძიკა, ლულის ონკანიც გაიღო და წყლის მძლავრი ჭავლი სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსზე ბიჭოკო მამაცაშვილზე დარჩა მიშვერილი, რომელიც იქვე ახლოს იდგა. წამიც და ბიჭიკო წყალივით გადაიქცა. ამური კი სწრაფად წამოდგა და ახლად დაწყებული ხანძარიც დროის მცირე მონაკვეთში ჩააქრო. შემდეგ ბიჭიკოსკენ შემობრუნდა და უთხრა: - დასველდი? არიქა არ გაცივდე და ახლა შენ არ შეგვექნე გადასარჩენიო.
ბიჭიკომაც არ დააყოვნა პასუხი : - წყლის ჭავლი პირველად ჩემსკენ კი არა ცეცხლისაკენ რომ მიგეშვირა უფრო ადრე ჩააქრობდიო, იყო ბიჭიკოს პასუხი.
ხანძრის გარჩევა ადგილზე ჩაატარა სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა თენგო ხაზალიამ რომელმაც დადებითად შეაფასა ერთდროულად გაჩენილი ხანძრების წარმატებით ლიკვიდაცია, მაღალი შეფასება მისცა ამური მაისაიას თავდადებულ ქმედებას, რომელმაც ლულით ხელში შეძლო გადამხტარიყო მეტრნახევარი სიგანის სანიარღვე არხზე და ხანძარი ჩაექრო.
ბიჭიკო მამაცაშვილმა ამჯერად თენგო ხაზალიას ხუმრობა ნარევი სიტყვით მიმართა: -ამურის თავდადებულ ქმედებაში, ამ სუსხიან ამინდში, წყლის ჭავლით, ჩემი დასველებაც ხომ არ იგულიხმებაო?!
ოხუნჯობა მალევე დამთავრდა, დაღლილი დაქანცულმა მეხანძრეებმა ტექნიკური შეიარაღება აალაგეს და შინ ნაწილში დაბრუნდნენ.
1864
    

კომენტარები -
0

რეკლამა