Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ეს იყო მეგობრული სითბო.
> ჟურნალი > ეს იყო მეგობრული სითბო.

ეს იყო მეგობრული სითბო.


24-10-2017, 17:37. ავტორი: amuri 5-8 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა სსრ კავშირის მორიგი ჩემპიონატი სახანძრო გამოყენებით სპორტში, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი, - ქალაქ ლენინგრადის სახანძრო გარნიზონის გუნდიც. შეჯიბრების შუალედში ლენინგრადელ სპორტსმენებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქალაქ ქუთაისს, მის ღირსშესანიშნაობებს, ამისი სურვილი თითქმის ყველას დაებადა და ასეთ დროს ჩვენი მეგზურობა ითავეს ფოთის სახანძრო გამოყენებითი სპორტული გუნდის ხელმძღვანელებმა თ.ხაზალიამ და ლ. ჭოჭუამ
ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი ბაგრატის ტაძარი, მისი ნანგრევები, მოგვხიბლა ამ ნაგებობის დიდებულმა არქიტექტურამ, ასევე ძლიერი შტაბეჭდილება მოახდინა ლენინგრადელ სპორტსმენებზე გელათმა, ეს ძველი ძეგლი თავისი სიდიადითა და ისტორიული შინაარსით მართლაც რომ გასაოცარ ზემოქმედებას ახდენს მხილველზე. არანაკლებ მოსაწონია ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები, კერძოდ მოქანდაკე ბერძენიშვილის შთამაგონებელი ქმნილება - გმირთა ხსოვნის მემორიალი.
ყოველივე ამ სიკეთეს ჩვენ ვუმადლით სტუმართმოყვარე და ყურადღებიან ფოთელ კოლეგებს. ეს ფაქტი ჩვენი ხალხების მეგობრობის შემდგომი განმტკიცების საწინდრად მიგვაჩნია.

ა.ფედოროვი
ქ. ლენინგრადის სახანძრო გარნიზონის სახანძრო -
გამოყენებითი სპორტული გუნდის წარმომადგენელი.


გაზეთი ახალი კოლხეთი 1989 წ. 18 ოქტომბერი


ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.58

გადიდება