Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  საკავშირო შეჯიბრებაზე სახანძრო გამოყენებით სპორტში
> ჟურნალი > საკავშირო შეჯიბრებაზე სახანძრო გამოყენებით სპორტში

საკავშირო შეჯიბრებაზე სახანძრო გამოყენებით სპორტში


24-10-2017, 17:33. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა

ქ. ქუთაისში თავი მოიყარეს მოძმე რესპუბლიკების, ასევე მოსკოვისა და ლენინგრადის მეხანძრე სპორსტმენთა ნაკრებმა გუნდებმა.
საბრძოლო სტარტზე იდგნენ საკავშირო და საერთაშორისო სპორტის ოსტატები და ოსტატობის კანდიდატებით დაკომპლექტებული 17 გუნდის 120-მდე მეხანძრე სპორტსმენები.
შეჯიბრების პროგრამაში იყო ასმეტრიანი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის მეოთხე სართულზე ასვლა, ორჭიდი, ესტაფეტა (4X100მ), სამმუხლიანი გასაშლელი კიბით სასწავლო კოშკის მესამე სართულზე ასვლა და საბრძოლო გაშლა.
საქართველოს ნაკრებ გუნდში მონაწილეობდნენ ფოთელი მეხანძრე სპორტსმენები ზ.შეროზია და ს.ბაირამიდი, რომლებმაც ყველაზე მეტი ჩასათვლელი ქულა მოუტანეს თავის გუნდს.
პირველი ადგილი და ჩემპიონის სახელი მოიპოვა უკრაინის გუნდმა, მეორე რუსეთის, მესამე ბელორუსიის გუნდმა, საქართველოს ნაკრები გუნდი, მეოთხე ადგილზე გამოვიდა.
შეჯიბრებას ესწრებოდა სსრკ შსს სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე გენერალ-მაიორი ვ.სოკოლოვი, რესპუბლიკის სპორტკომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკები, ასევე ადგილობრივი პარტიული და საბჭოთა ორგანოების წარმომადგენლები.
ფოთის სახანძრო დაცვა შეფობას უწევდა ლენინგრადის ნაკრებ გუნდს, შეჯიბრების მონაწილეები გაეცნენ ქუთაისის ღირშესანიშნავ ადგილებს, იყვნენ ახლო რაიონებში, მათ შორის ჩვენს ქალაქშიც.
როგორც ყველა რესპუბლიკის წარმომადგენლები, ასევე ლენინგრადელებიც დიდად კმაყოფილნი დარჩნენ ჩვენი მხარისა და ხალხის გაცნობით, ქართველთა სტუმარმოყვარეობით, სხვა ეროვნებისადმი კეთილმოყვარეობითა და ქართული კულტურით.

გაზეთი ახალი კოლხეთი 18 ოქტომბერი 1989 წელი



ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.59

გადიდება