Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  თვითმოქმედი კოლექტივების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე
> ჟურნალი > თვითმოქმედი კოლექტივების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე

თვითმოქმედი კოლექტივების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე


24-10-2017, 17:30. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა

1988 წელს საქ. შსს სდს - მიერ ორგანიზებულ მხატვრულ - ლიტერატურულ კონკურსში ფოთიდან ორი თვითმოქმედი საოჯახო მომღერალთა გუნდი. მონაწილეობდა. პირადად მე წავიკითხე საკუთარი ლექსი. აღსანიშინავია, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით მე-2 და მე-3 ადგილები ფოთელებმა დავიმსახურეთ. ჩემმა ლექსმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ვინაიდან იგი ჩერნობილის ხანძართან დაკავშირებით შეიქმნა.

მეხანძრეთა გვარდია

როცა ცეცხლი ბობოქრობს და ალი ცაზე აწვდება
შერკინება არვის ძალუძს და ქვითინი იწყება.
ქალი კივის. ბავშვი ტირის, კაცი შიშმა შეიპყრო,
ულმობელმა ხაძანრმა კი, გავრცელება დაიწყო.
მეხანძრეთა რაზმი მოდის, იძახიან ბიჭები
უმალ ყველამ მოიშორა, სევდიანი ფიქრები.
აღიმართა გასაშლელი კიბე ცეცხლის ზონაში,
და ჩაერთო მამაცები, სტიქიასთან ბრძოლში.
კვამლში ცეცხლი გახვეული, ცას და მიწას მოშორდა,
ცეცხლმა უკან დაიხია, მას მეხანძრე აქრობდა.
აი, ასე თავგანწირვით, იცავს დოვლათს მეხანძრე
და თან ახლავს მის ცხოვრებას დღე ხიფათით აღსავსე.
გავიხსენოთ ჩერნობილი - ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა,
გვიან ღამით მეხანძრენი, ატომის ცეცხლს აქრობდა.
მათ სიცოცხლე მილიონთა თავგანწირვით დაიხსნეს,
თუმც შესწირეს თავი ხანძარს და გმირულად დაეცნენ.
ვინ დათვალოს, ვინ აღწეროს, საქმე საგმირონია,
ცეცხლის ფრონტის მებრძოლები, ყველა გმირი მგონია.
სასახელო მათი გზები, დაწყებული იმ დღიდან,
ისტორიის საკუთრება, გახდა ამიერიდან.
სამერმისოდ კვლავ ფრთებს გაშლის, მეხანძრეთა გვარდია
ქვეყნის დოვლათს ის დაიცავს, ავდარი თუ დარია.


ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.67

გადიდება