Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  ბოგვერაძის კუნძულზე
> ჟურნალი > ბოგვერაძის კუნძულზე

ბოგვერაძის კუნძულზე


24-10-2017, 17:29. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ საქალაქო გაზეთ „ახალ კოლხეთში“ გამოქვეყნდა ბოგვერაძის კუნძულზე თბილისელ სტუმართან ერთად ფოთელ მეხანძრეთა გასეირნების ამსახველი სტატია სურათებთან ერთად. რედაქცია ფოთელ მშრომელებს მოუწოდებდა მიებაძათ მეხანძრეებისათვის და დასვენების დღეებში დრო ბოგვერაძის კუნძულზე გაეტარებინათ. იუმორის მოყვარულმა სსზ-ინსპექციის უფროსმა რ. ალასანიამ მივლინებით თბილისში -სახანძრო დაცვაის სამმართველოში წასვლის დროს თან წაიღო აღნიშნული გაზეთის ერთი ეგზემპლიარი და როცა სამსახურეობრივ საკითხებს მორჩა შ/ს მაიორ გ. ენძგვერაძესთან კაბინეტში შევიდა.- უფროსთან შ/ს პოლკოვნიკ ე. გიორგაძესთან ვარ გამოძახებულიო მოახსენა რ. ალასანიამ.- რა საკითხზეო იკითხა მაიორმა. - თურმე გაუგია მეხანძრეებთან ერთად ბოგვერაძის კუნძულზე საქეიფოდ ყოფილხართო იყო რ.ალასანიას პასუხი.
- თქვენ ნუ დაადასტურებთ, თქვენ ხომ ჩვენთან არ იყავით კუნძულზე???
- მე არ ვიყავი, მაგრამ აი ფაქტები ამხანაგო მაიორო, თქვა ალასანიამ და გაზეთიც გადაუშალა. მაიორმა თავისი თავი სადღაც უღრან ტყეში გაშლილ სუფრაზე რომ ნახა ფერი ეცვალა და თავისთვის ჩაილაპარაკა: - დავიღუპე და ეგააო. რეზომ კი ხუმრობა მალევე გაამჟღავნა. ბევრი იცინეს, მათ სიცილ-ხარხარს სხვებიც შეუერთდნენ.
უცხოელმა ტურისტებმა იციან ბოგვერაძის კუნძული და სირცხვილი კია ჩვენ რომ არ ვიცნობდეთ. ამიტომ როცა ფოთში ჩავალთ აუცილებლად უნდა ვეწვიოთო, ითქვა და მართლაც ამ კუნძულს სტუმრობდნენ პოლკოვნიკები ე. გიორგაძე, ნ. წიკლაური და სხვები. ისე კი უმშვენიერესია ფოთის შემოგარენი, ლექსიც კი დაიწერა ამ მხარეზე.
თითქოს ზღაპრის ფრაგმენტია, ფოთის შემოგარენი,
ზღვა და პალიასტომიდან, სიო ჩამონაბერი,
კაპარჭინით ტბაზე გახვალ, იქით მოსჩანს ეწერი,
მერე კუნძულს, ბოგვერაძის, უსათუოდ ეწვევი.
ბაღში ხარობს ხეხილები, ათასფერად ბზინვარე,
კუნძულს ელფერს უფრო მატებს მობუტბუტე მდინარე.
აქეთ ტბა და იქეთ ტყეა, შუაგულში ბაღნარი,
ხეხილი და ყვავილნარი, არსად არი ამგვარი.
მერე ტბაზე ბადეს გაშლი, თუ ხარ კარგი მეთევზე
და შამფურზე შემწვარ კეფალს გამოიტან სუფრაზე.
რა კარგია ჩვენი ფოთი, მისი შემოგარენი
ზღვა და პალიასტომიდან, სიო ჩამონაბერი.


ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.68

გადიდება