ეს იყო მეგობრული სითბო. » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ეს იყო მეგობრული სითბო.

ეს იყო მეგობრული სითბო.

5-8 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა სსრ კავშირის მორიგი ჩემპიონატი სახანძრო გამოყენებით სპორტში, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი, - ქალაქ ლენინგრადის სახანძრო გარნიზონის გუნდიც. შეჯიბრების შუალედში ლენინგრადელ სპორტსმენებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქალაქ ქუთაისს, მის ღირსშესანიშნაობებს, ამისი სურვილი თითქმის ყველას დაებადა და ასეთ დროს ჩვენი მეგზურობა ითავეს ფოთის სახანძრო გამოყენებითი სპორტული გუნდის ხელმძღვანელებმა თ.ხაზალიამ და ლ. ჭოჭუამ
ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი ბაგრატის ტაძარი, მისი ნანგრევები, მოგვხიბლა ამ ნაგებობის დიდებულმა არქიტექტურამ, ასევე ძლიერი შტაბეჭდილება მოახდინა ლენინგრადელ სპორტსმენებზე გელათმა, ეს ძველი ძეგლი თავისი სიდიადითა და ისტორიული შინაარსით მართლაც რომ გასაოცარ ზემოქმედებას ახდენს მხილველზე. არანაკლებ მოსაწონია ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები, კერძოდ მოქანდაკე ბერძენიშვილის შთამაგონებელი ქმნილება - გმირთა ხსოვნის მემორიალი.
ყოველივე ამ სიკეთეს ჩვენ ვუმადლით სტუმართმოყვარე და ყურადღებიან ფოთელ კოლეგებს. ეს ფაქტი ჩვენი ხალხების მეგობრობის შემდგომი განმტკიცების საწინდრად მიგვაჩნია.

ა.ფედოროვი
ქ. ლენინგრადის სახანძრო გარნიზონის სახანძრო -
გამოყენებითი სპორტული გუნდის წარმომადგენელი.


გაზეთი ახალი კოლხეთი 1989 წ. 18 ოქტომბერი


ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.58
1060
    

კომენტარები -
0

რეკლამა