ხანძრის ქრობა გემთსაშენი ქარხნის მცურავ დოკზე » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » ხანძრის ქრობა გემთსაშენი ქარხნის მცურავ დოკზე

ხანძრის ქრობა გემთსაშენი ქარხნის მცურავ დოკზე

ამური მაისაია

1996 წლის 16 თებერვალს, 12 საათსა და 00 წუთზე, ქალაქ ფოთის გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმის სადისპეჩრო პუნქტში შემოვიდა შეტყობინება გემთსაშენ ქარხნის მცურავ დოკზე ხანძრის შესახებ, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილ იქნა ორი სახანძრო ავტოცისტერნა. ხანძრის ადგილის დაზვერვით აღმოჩნდა, რომ იწვოდა დოკის მარჯვენა მხარის შუა ნაწილის ტრიუმში ცვლის უფროსის სამუშაო ოთახი. მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი, გასახდელი და სასადილო ოთახები, ამასთან ერთად ეგრეთ წოდებული გვირაბების საშუალებით იქმნებოდა ცეცხლის გავრცელების აშკარა საშიშროება წინა, უკანა და მარცხენა მხარეს. სადაც განლაგებული იყო მუშა აგრეგატები, მექანიზმები და იდგა შესაკეთებელი გემი. ხანძარზე დამატებით გამოძახებულ იქნა პროფესიული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმის ორი ავტოცისტერნა. საზღვაო - სავაჭრო ნავსადგურის ერთი ავტო-ცისტერნა და კატარღა „რეკვავა“, სასწრაფოდ მომზადდა გაზკვამლდაცვის ერთი რგოლი, ხანძრის ქრობაში ჩაერთვნენ ცვლიდან გამოთავისუფლებული პირადი შემადგენლობის ნაწილი და დოკის მუშა-მოსამსსსახურეები.
იმის გამო. რომ დოკის შიგნითა კედელს არ გააჩნია არავითარი ჭრილი ან საევაკუაციო გასასვლელი, სათავსოებში და გვირაბებში შეღწევა შეუძლებელი იყო. ადგილობრივი მუშებისა და მოსამსახურების დახმარებთ დოკის კედელზე და გვირაბების თავზე გაკეთდა ჭრილები, საიდანაც გაგრძელდა წყლის მიწოდება, ხოლო ილუმინატარებში მიწოდებულ იქნა ლაფეტის ლულა, ხანძრის ქრობას ართულებდა აგრეთვე ძლიერი დაკვამლიანება და მომწამვლელი ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა. მაგრამ მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მეხანძრეთა 20 საათიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულ იქნა იმ ფარგლებში, რომელშიც მათ დახვდათ მოსვლის მომენტში. ამდენად მეხანძრებმა არ მისცეს ხანძარს სხვა სათავსოებში გავრცელების საშუალება.
ხანძრის ქრობის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის, ფოთის მერის განკარგულებით ერთი თვის ხელფასით დაჯილდოვდნენ ხანაძარ-საწინააღმდეგო სამსახურის 31 თანამშრომელი.


ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.43
1837
    

კომენტარები -
0

რეკლამა