როცა საქმე პროფესიონალების ხელშია... » მთავარი გვერდი

ვებ.გვერდ "PSD.BORBONCHIA.GE"-ს მიზანია გააშუქოს "ფოთის სახანძრო დაცვის" ისტორია, ფართოდ ასახოს სახანძრო დანაყოფების მიერ განვლილი გზები, წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მუშაკები, მოგითხროთ სახანძრო საქმის ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

» » როცა საქმე პროფესიონალების ხელშია...

როცა საქმე პროფესიონალების ხელშია...

თენგიზ ხაზალია


2014 წლის 15 მაისის მშვიდ და წყნარ დილას, გარიჟრაჟზე, და-ახლოებით 04 საათსა და 55 წუთზე ქ. ფოთის შს სამართველოს მორიგე ჯგუფმა, შემოვლის განხორციელების დროს, კოსტავას ქუჩა №6-ში მრავალბინიანი, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სა-რთულის აივანზე შეამჩნია კვამლში გახვეული ადამიანი, რომელიც შველას ითხოვდა. ისინი დაუყონებლივ გაემართნენ სახანძრო-სამაშ-ველო სამსახურისაკენ. შეტყობინების მიღებისთანავე მორიგე რადიო-მეელსმენის მიერ შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა ორი სახანძრო ავტოცისტერნა და ავტომექანიკური კიბე. მეხანძრეების მისვლის მო-მენტში კვამლი იმდენად გაძლიერებული იყო, რომ მოქალაქე აივა-ნზე თითქმის არ ჩანდა, მას დაბნეულობისაგან ისიც კი ვერ მოეფიქ-რებინა, რომ აივნის კარი მიეხურა, რათა კვამლში არ გაგუდულიყო. მეეხანძრეებმა სწრაფად, ოპერატიულად და უვნებლად ჩამოიყვანეს ბინის მეპატრონე, მოქალაქე სოსო ბერაია და სასუნთქ აპარატებში განაგრძეს ცეცხლის კერის ძიება, რაც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ბინის კონსტრუქციული წყობის სირთულის გამო: ბინა განთავ-სებული იყო შენობის მე-4 და 5- სართულზე, შიდა კიბით, აივანზე გასასვლელ კარებზე და ფანჯრებზე გისოსებით, სადარბაზოებში გასასვლელი მასიური რკინის კარებით ორივე სართულის საერთო ფართობი შეადგენდა დაახლოებით 250-300 მ/კვ-ს, რომელშიც იმდენად ძლიერად ტრიალებდა გავარვარებული, მკვრივი კვამლი, რომ სასუნთქ აპარატებშიაც ჭირდა გზის გაკვლევა. მეხანძრე-მაშველებმა რამდეიმე წუთში მე-5 სართულიდან შიდა კიბით მე-4 სართულზე შეღწევით, დიდის ძალისხმევით მაინც მიაღწიეს ხანძრის კერამდე, რომელიც აღმოჩნდა მე-4 სართულზე ბინის სიღრმეში განთავსებულ, რკინის კარებით ჩარაზულ გარდერობში. ხანძარი საბოლოოდ დამარცხებულ იქნა მისვლის მომენტიდან 20 წუთში.
მეხანძრე-მაშველების სწრაფი, ოპერატიული და თავგამოდებული მოქმედებების შედეგად გადარჩენილ იქნა ბინა, სახლი, ქონება და რაც ყველაზე მთავარია ადამიანის სიცოცხლე.
მეხანძრე-მაშველებმა დაიმსახურეს მათთვის ყველაზე ძვირფასი, მათი მოქმედებების შემყურე აღფრთოვანებული მოქალაქეების - მადლიერება, ნდობა და პატივისცემა.


ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.44
1873
    

კომენტარები -
0

რეკლამა