Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/saxanzro/engine/modules/sitelogin.php on line 110  დაწვას გადაარჩინეს
> ინფორმაცია, სტატია (ნაბადა), ძველი გაზეთებიდან > დაწვას გადაარჩინეს

დაწვას გადაარჩინეს


14-11-2020, 20:16. ავტორი: amuri
ლევთერ ჭოჭუა


ამასწინათ ქ.ფოთში, პიონერის ქუჩა №67 - ში მცხოვრებ მოქალაქე ვ.ს. ვასიკოვის დამხამარე ნაგებობაში ხანძარმა იფეთქა, ძლიერი ქარის მეშვეობით მოსალოდნელი იყო ისედაც მჭიდროდ განლაგებულ საცხოვრებელ სახლზე ხანძრის სწრაფი გავრცელება. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ვ. ვასიკოვი შველას ითხოვდა. უმალვე ფეხზე დადგნენ ახლო მეზობლები. ხანძართან ბრძოლა ადგილობრივი პრიმიტიული საშუალებებით შეუძლებელი იყო, დახმარებისათვის მაშინვე იხმეს სახანძრო ქვედანაყოფები. პროფესიული სახანძრო- ნაწილის მორიგე-ყარაულიც (უფროსი ს.ლემონჯავა) მყისვე გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ, სწრაფად ჩატარდა საბრძლო გაშლა, მელულეებმა დაიკავეს საბრძოლო პოზიციები და მამაცურად შეუტიეს გამძვინვარებულ ხანძრის სტიქიას. დახმარებისათვის მოსულ დამოუკიდებელ გასამხედროებულ სახანძრო ნაწილის მეხანძრეების საბრძოლო მოქმედებაში ჩართვა არ დასჭირვებიათ, ვინაიდან ამ მომენტისათვის ხანძრის ქრობა ბოლო სტადიაში იყო შესული.
სახლის მფლობელ ვ.ვასიკოვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - არ მეგონა, რომ ასეთ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მეხანძრეები შეძლებდნენ სტიქიაზე გამკლავებას და ხანძრის წარმატებით ლიკვიდირებას - განუცხადა მან ხანძრის გამომკვლევ კომისიას.
მართლაცდა კარგია, როდესაც ყველაფერი კარგად მთავრდება, რაღაცნაირი სიამაყის გრძნობები გვეუფლება, როდესაც ხანძარს შეეჭიდები და წლების მანძილზე მშრომელი ადამიანის ნაშრომ - ნაჯაფარს გამოსტაცებ მას.
ასეა ყოველთვის, როცა შენი პროფესია გიყვარს და ხალხს ემსახურები, პასუხისმგებლობაც მატულობს და შედეგიც ნაყოფიერია.

გაზეთი „ახალი კოლხეთი“ №148(10478) 1989 წელი 12 დეკემბერი გვ.4

გადიდება